თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებისთვის დაუძლეველი ბარიერი გამოდგა. კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) რუსეთის ნაკრების წევრებთან - ილიას ბეკბულატოვთან და ვლადისლავ ბაიცაევთან დამარცხდნენ და ისღა დარჩენიათ, მეტოქეთა ფინალში გასვლას უგულშემატკივრონ, თავად ბრინჯაოს მედლის შანსი რომ გაუჩნდეთ.