ჭიდაობა

16:26 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთათვის საინტერესო ჩემპიონატის გახსნაღა დარჩა

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 66 და 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში და ქალთა შორის 48 კილოგრამში ფინალისტები გამოვლინდნენ. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა კი სამეულში მოხვედრის შანსი უკვე დაკარგეს.

კონსტანტინე ხაბალაშვილმა (66 კგ) ძირითად ბადეში ალბანელი ვილსონ ნდრეგონის ძლევის შემდეგ, მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ილიას ბეკბულატოვთან წააგო და რადგან ფინალს ვერც ბეკბულატოვმა უწია, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა.

ელიზბარ ოდიკაძემაც (96 კგ) ერთი წრე გაიარა – ბელარუს ივან იანკოუსკის აჯობა და მერვედფინალში ოს ვლადისლავ ბაიცაევთან სამრაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში გაფრთხილების გამო დაკარგული ქულით დამარცხდა. რუსეთის ნაკრების წევრმა ფინალში ვერც ამ წონაში გააღწია.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები დასრულდა. 17:25 საათზე ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება. 18 საათზე კი გადამწყვეტი ბრძოლები დაიწყება.

აქვე ფინალური წყვილებიც:

 

თავისუფალი ჭიდაობა

60 კგ

დავიდ საფარიანი (სომხეთი) – იაკუპ გორი (თურქეთი)

96 კგ

პავლო ოლეინიკი (უკრაინა) – სტანისლავ სკასკიევიჩი (პოლონეთი)

 

ქალთა ჭიდაობა

 

48 კგ

ვალერია ჩეპსარაკოვა (რუსეთი) - იანა სტადნიკი (ბრიტანეთი)

0.17473