პირველი საპლეოფო მატჩებიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგით “ქუთაისი” – “სოხუმის” პაექრობა დასრულდა, რომელშიც სტუმრებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. გარდა იმისა, რომ სოხუმელთა ფინანსურ მდგომარეობაზე ყურადღებას არ ვამახვილებთ, აღსანიშნავია, რომ “ქუთაისი” ზღვისპირელთათვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე გახლავთ ეროვნულ ჩემპიონატში. თავის მხრივ სოხუმელთა წარმატებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ უსახურად ითამაშეს ქუთათურთა ლიდერებმა, რომლებმაც ალბათ სეზონის ყველაზე უარესი მატჩი ჩაატარეს.
ბუნებრივია, მეორე მატჩში მასპინძლების მოტივაცია გაზრდილი იყო, თუმცა პირველ პერიოდში “სოხუმის” კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მათ პირველი შეხვედრა შემთხვევით არ მოუგიათ და დროის საწყისი მონაკვეთი ისევ მოუგეს მასპინძლებს. თუ ამ გუნდების პირველ პაექრობაში სტუმართაგან მოედანზე მყოფი ყველა კალათბურთელი შედეგიანად ირჯებოდა სამქულიანის დისტანციიდან, ამჯერად ამ საქმეს რიგიანად მხოლოდ ირაკლი ჩლაიძე ახერხებდა, რომელმაც საბოლოოდ 34 ქულა დააგროვა, აქედან 8-ჯერ ტყორცნა ზუსტად პერიმეტრიდან. მისი ნეიტრალიზება ქუთაისელთა უკანახაზელებს არ გამოუვიდათ, თუმცა ირაკლის თანაგუნდელებს, წინა დღისგან განსხვავებით, აღარ წაუვიდათ თამაში. პირველი მეოთხედი კი ძალზე დაბალი შედეგიანობით გამოირჩა და იგი 15:17 დასრულდა სტუმრების სასარგებლოდ.
მეორე მეოთხედის დასაწყისში, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო 22:22, მასპინძლებმა მეტოქეს მოკლე მონაკვეთში 14:2 გაქცევა მოუწყვეს, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზეც დიდწილად იმოქმედა. მართალია, დარჩენილ პერიოდში გარდამავალი უპირატესობა იყო, თუმცა ფაქტია, რომ სოხუმელებმა მეტოქესთან ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლეს. ტაიმის მიწურულს ხელი სტუმრებმაც გამოიღეს, რის შედეგადაც მათ პირველი ნახევარი ექვსი ქულით 32:38 დათმეს.
მესამე პერიოდი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო. რიონისპირელებმა მოწინააღმდეგეს 40:33-ზე სერიოზული გაქცევა 11:0 მოუწყვეს, მეოთხედის შუაში კი ტაბლოზე ანგარიში 61:39 იყო მათ სასარგებლოდ. ამ დროს ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა საოცარი შემართება და თავდადება გამოავლინეს და ფავორიტ მასპინძლებს თავის მხრივ 15:0 გაქცევით უპასუხეს. დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში მასპინძლები მხოლოდ შვიდი ქულით იგებდნენ. ამ დროს მალხაზ კოხრეიძის დამოძღვრილმა გუნდმა დროულად მოახერხა მობილიზება და საკუთარი უპირატესობა ისევ გაზარდა. ქუთათურთა რიგებში განსაკუთრებით აკაკი დვალიშვილის და გიორგი ბარბაქაძის გარჯა უნდა გამოვყოთ. მასპინძელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ორმაგი დუბლი(15 ქ, 20მ) გააკეთა, ხოლო მცირეოდენი ტრამვით მოთამაშე გიგი ბარბაქაძეს ორმაგ დუბლამდე(17ქ, 9მ) ცოტა დააკლდა. ისე მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ზაურ ფაშაევი გახლდათ 22 ქულით და 9 შედეგიანი გადაცემით. რაც შეეხება სტუმრებს, ზემოთ ნახსენები ირაკლი ჩლაიძის გარდა, მხოლოდ ბექა ბექაურის გარჯა უნდა გამოიყოს, რომელმაც შეხვედრაში 10 ქულა და 15 მოხსნა გააკეთა. აქვე უნდა დავძინოთ ისიც, რომ პირველი მატჩისაგან საპირისპიროდ, ქუთაისელებმა ამჯერად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს მოწინააღმდეგეს.
მატჩის დასასრულამდე “სოხუმს” ბრძოლა არ შეუწყვეტია, მაგრამ თავის მხრივ მასპინძლებსაც არ გაუშვიათ შეხვედრის სადავეები და სერიაში ანგარიში 1:1 გახადეს.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

www.superleague. ge-ს სტატისტიკური მონაცემები