ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გველუკაშვილი გახდა. სხდომის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ხმის უფლების მქონე 62 დელეგატიდან რეგისტრაცია 43-მა გაიარა და ყველამ ერთხმად დაუჭირა ერთადერთ კანდიდატს მხარი.
სხდომას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური დაესწრნენ.
“რეგიონებში ჭიდაობის განვითარებას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. კარგი იქნება, ქვემო ქართლს ყველა რეგიონი თუ მიბაძავს. ჭიდაობის გეოგრაფია მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.