საკალათბურთო მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა. კასტილიურმა კლუბმა ტურნირის სტარტზე ზედიზედ 16 გამარჯვება იზეიმა, რაც აქამდე ვერავის მოუხერხებია.
საინტერესოა, რომ უწინდელი მიღწევა ასევე “რეალს” ეკუთვნოდა. 1987-88 წლების სეზონში მადრიდელებმა მიჯრით 15 შეხვედრაში იმარჯვეს.
ცნობისთვის, ჩემპიონატში “სამეფო კლუბის” უახლოესი მდევარი “ვალენსია” გახლავთ, რომელიც “რეალს” 2 მოგებით ჩამორჩება, ხოლო “ბარსელონას” აქტივში მხოლოდ 11 გამარჯვებაა.