ფეხბურთი

15:53 | 18.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: “ინგლისის საუკეთესო მწვრთნელი ვარ”

“მანჩესტერ სიტის” თავკაცი რობერტო მანჩინი საკუთარ თავს ბოლო პერიოდში პრემიერლიგის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად მიიჩნევს.
“ზოგიერთი 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ “მანჩესტერ სიტი” მწვრთნელს შეიცვლიდა და გვარდიოლას მიიწვევდა. მას შემდეგ, რაც გვარდიოლა “ბაიერნში” წავიდა, “სიტის” გაძღოლას სხვა მწვრთნელს უწინასწარმეტყველებდნენ. ხალხს ცუდი მეხსიერება აქვს, რადგან ბოლო 15 თვის განმავლობაში ინგლისის საუკეთესო მწვრთნელი მე ვარ – ჩვენ პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოვიგეთ. ჩემს მსგავს მწვრთნელს ვერ მოძებნით და კარგად მესმის, რომ ამ ჭორებს ვერაფერს მოვუხერხებ, მაგრამ რეალობა ასეთია”, – იუწყება მანჩინის სიტყვებს TalkSPORT-ი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098554