ჩოგბურთი

21:04 | 22.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი:" სკოლის პერიოდში, საკონტროლო წერებისთვის არასდროს ვემზადებოდი, სწავლითაც, მაინდამაინც, არ ვიკლავდი თავს"

როჯერ ფედერერმა საკუთარ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რატომ ემსახურება განსაკუთრებით, მისი საქველმოქმედო ფონდი განათლების სიტემის გაუმჯობესებას.
"მე ძალიან ბევრი გაჭირვებული რეგიონი ვნახე, სადაც უამრავი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდნენ, თუ როგორ ძნელად ეძლევათ მათ შესაძლებლობა მიიღონ სრულფასოვანი განათლება. მე ყოველთვის მომწონდა ის იდეა, რომ ბავშვებმა კარგად უნდა ისწავლონ. ჩვენს ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც აღსაზრდელი უპრობლემოდ დადის სკოლაში, თუმცა დამეთანხმებით, ლიმპომპოს რეგიონში ეს დიდი პრობლემაა.
პირადად მე, სკოლის პერიოდში არასდროს ვემზადებოდი საკონტროლო წერებისთვის, არც სწავლით ვიკლავდი მაინდამაინც თავს, თუმცა ამჯამად მე ძალიან მხიბლავს ის მოვლენა, რომ უამრავი ბავშვის კერპი ვარ და მათ ნათელი მაგალითი უნდა მივცე. არ მინდა, რომ ახალგაზრდებმა ჩემი შეცდომები გაიმეორონ, სწორედ ამიტომ ვაფინანსებთ განათლების სისტემას და ვცდილობთ, მივცეთ მათ შანსი - სრულფასოვანი განათლების მიღებით, წარმატებას მიაღწიონ პირად ცხოვრებაში."


გიორგი ბარბაქაძე

0.095069