ფეხბურთი

10:47 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” გაძლიერებას გეგმავს

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “რომა” შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს. Corriere dello Sport-ის ცნობით, სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, “ჯალოროსის” ხელმძღვანელებს სკუდეტოს მოპოვების ამბიცია გაუჩნდათ და იანვარში, რამდენიმე ახალი ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ.

იტალიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, რომაელთა სატრანსფერო სიაში “ვალენსიას” მცველი ადილ რამია, რომელსაც “ღამურების” სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტი აქვს და კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა.

გარდა ამისა, “რომა” პსჟ-ს მცველის – ლუკას დინის შეძენითაცაა დაინტერესებული. განიხილება ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის – ფაბიო კვალიარელას კანდიდატურაც.

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097607