ფეხბურთი

22:43 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რომამ“ სხვაობა კიდევ შეამცირა

ბოლო 4 დღის განმავლობაში, „რომამ“ „იუვენტუსთან“ ჩამროჩენა 6 ქულით შეამცირა და ახლა გუნდებს შორის სხვაობა 8 ქულაა. ტურინელებთან მიახლოება რომაელებმა 22-ე ტურის შეწყვეტილი თამაშის მოგებით მოახერხეს.

„რომამ“ და „პარმამ“, რომელთა მატჩიც უამინდობის გამო შეწყდა, თამაში მე-9 წუთიდან განაგრძეს და პირველ 7 წუთში გუნდებმა 3 გოლის გატანა მოახერხეს. ჟერვინიოს ზუსტ დარტყმას აკვამ უპასუხა, მაგრამ მალევე, თავი მასპინძელთა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ გამოიჩინა და წინ კვლავ „რომა“ გავიდა.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, სტუმართა კარი პიანიჩმა აიღო და მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. 82-ე წუთზე, ტადეიმ ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა, ხოლო ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ბიაბიანიმაც გაიტანა, მაგრამ ამან „პარმას“ ზედიზედ მე-3 მარცხი ვერ ააცილა.

 

რომა-პარმა 4:2 (2:1)

რომი, “ოლიმპიკო

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, ტოროსიდისი, პიანიჩი, დე როსი, ტადეი, დესტრო (ფლორენცი 58), ტოტი (ბასტოსი 77), ჟერვინიო (ლიაიჩი 86).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, მოლინარო, ლუკარელი, გობი, მარკიონი, აკვა (მუნარი 71), პაროლო (მაური 85), ბიაბიანი, ამაური, სკელოტო (პალადინო 85).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლები: 1:0 ჟერვინიო (12), 1:1 აკვა (15), 2:1 ტოტი (16), 3:1 პიანიჩი (49), 4:1 ტადეი (82), 4:2 ბიაბიანი (90).

გაფრთხილებები: ტადეი 83 - მაური 87.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 12 (6)-16 (3), კუთხური: 1-2, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-2, ჯარიმა: 15-13.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097305