მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საფრანგეთისა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩმა (0:1), ესპანეთში სარეკორდო ტელეაუდიტორია შეკრიბა.
ინტერნეტგამოცემა Football Espana იუწყება, რომ საშუალო მაჩვენებელმა მთელი აუდიტორიის 52,5 პროცენტი შეადგინა, რაც 10,5 მილიონ გულშემატკივარს აღემატება. მატჩის მიწურულს კი, თვალს უკვე 13,5 მილიონი ქომაგი ადევნებდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა შეხვედრა პედროს მიერ 58-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს.