საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის შესარჩევის მომდევნო მატჩს თბილისში საქართველოსთან გამართავს - 6 სექტემბერს. უკვე ცნობილია, რომ "მამლებს" სამი ფეხბურთელი არ ეყოლებათ დისკვალიფიკაციის გამო: ბლეზ მატუიდი, იოან კაბაი და პოლ პოგბა.
კაბაიმ და მატუიდმა ესპანეთთან გაფრთხილებები მიიღეს და ლიმიტს გადააჭარბეს, ხოლო პოგბა გააძევეს.
მართალია, საფრანგეთის ნაკრებზე საუბრისას მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტი უხერხული სახსენებელია, მაგრამ მაინც საგულისხმოა, რომ სამივე დისკვალიფიცირებული ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს.