ქართველი მოჭიდავეები პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. სპორტსმენები იმ განცხადებამ აღაშფოთა, რომლის თანახმადაც ბერძენიშვილი მათ სახალხო მიტინგების დარბევასა და სახელმწიფო ზონდერ-ბრიგადებში ყოფნაში სდებდა ბრალს.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დამსწრეთ ვეტერანმა მოჭიდავემ, გოგი მაკასარაშვილმა მიმართა. ბრიფინგს მოქმედი და ვეტერანი ტიტულოვანი მოჭიდავეები დაესწრნენ.