საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ღია ვარჯიში ჩაატარა. ვაკის სამბოს დარბაზს საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ლიპარტელიანთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავა დაესწრო.
17-21 მაისს მოსკოვის ევროპირველობაზე ქართული დელეგაცია 12 სპორტსმენით მიემგზავრება. კაცებში, ცხადია, სრული განაცხადი შეიკრა, ქალებში კი ჩოხას 3 ქართველი სამბისტი მოირგებს.
“ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ნაკრებმა ორი ნაყოფიერი შეკრება გაიარა. ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრიბა, ტრავმაც არავის აწუხებს და იმედია, ეს შედეგიანობაზეც აისახება”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” სოსო ლიპარტელიანმა.
ვაჟები
52 კგ - გენადი ჩირგაძე
57 კგ - უშანგი კუზანაშვილი
62 კგ - დავით ასუმბანი
68 კგ - ლევან ნახუცრიშვილი
74 კგ - ბექა ბერულავა
82 კგ - გიორგი ბაინდურაშვილი
90 კგ - დავით კარბელაშვილი
100 კგ - მირიან პავლიაშვილი
+100 კგ - ნოდარ მეტრეველი
ქალები
64 კგ - შორენა შარაძე
72 კგ - ნინო ოძელაშვილი
80 კგ - ირინე ლეონიძე
ოთარ მაღლაკელიძე
სპორტის სამინისტროს ფოტო