სამხრეთ კორეის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპონატზე სასტარტო შემადგენლობის მარცხენა მცველი კიმ ჩინ სუ ვერ დაეხმარება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
იაპონური “ალბირეკს ნიიგატას” 21 წლის მცველმა კოჭის ტრავმა მიიღო და მას გერმანული “მაინცის” მოთამაშე პარკ ჩჟუ ხო შეცვლის. ამ უკანასკნელმა, “ბაზელიდან” “მაინცში” გადასვლის შემდეგ, სადებიუტო სეზონი კარგად ჩაატარა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნაკრებში მისმა არგამოძახებამ სამხრეთკორეელ ქომაგებში ბევრი კამათი გამოიწვია.
სამხრეთკორეელები “აუგსბურგის” ცენტრალური მცველის ხონ ჩონ ხოს გამოკვლევის შედეგსაც ელიან. მან ტუნისთან ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში კოჭი დაიზიანა.