ჭიდაობა

14:25 | 19.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – აზერბაიჯანი 2:5

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მახაჩყალაში მიმდინარე მსოფლიოს თასის ფინალის საგზურის მოპოვების შანსი პირველივე შეხვედრის შემდეგ მინიმუმამდე შეიმცირა. დავით ხურციასა და დავით ოთიაშვილის გუნდი აზერბაიჯანთან 2:5 დამარცხდა.
თავისი შეხვედრები მხოლოდ 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ქერაშვილმა და მძიმეწონოსანმა გიორგი საკანდელიძემ მოიგეს. ქერაშვილმა ასლანბეკ ალბოროვს აჯობა, ხოლო საკანდელიძემ – ალი ისაევს.
ამ ორი პრესტიჟის ქულის აღებამდე, ბესიკ გუჩაშვილმა (55 კგ) ნამიგ სევდინ ზადესთან წააგო, მალხაზ ქურდიანმა (60 კგ) – ზალიმხან ჰუსეინოვთან, შალვა მუზიაშვილმა (66 კგ) – ჰაგან სულეიმანოვთან, გელა საღირაშვილმა (74 კგ) – ალექსანდრ გოსტეევთან, ბექა ჭელიძემ (84 კგ) – ნავრუზ ტემრეზოვთან.
საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფში აზერბაიჯანის გარდა, ირანი, კუბა და უნგრეთ-ყაზახეთის გაერთიანებული გუნდი მოხვდნენ. მეორე ტურში, ხურცია-ოთიაშვილის გუნდი ირანს დაუპირისპირდება.

ოთარ მაღლაკელიძე

0.091427