ჭიდაობა

22:08 | 12.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ფინალს მიღმა დარჩა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს მსოფლიოს თასის ფინალში გასვლის შანსი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაკარგა. ტრადიციულ გუნდურ შეჯიბრებაზე ზაზა თურმანიძის შვიდეული პირველსავე ტურში ირანთან 2:5 დამარცხდა. შემდეგ კი თურქეთს 7:0, ხოლო იაპონიას 4:3 აჯობა. ხვალ ჩასატარებელ ბოლო ტურში ქართველები ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ქვეჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებენ, რაც საბოლოო მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლებას მოაპოვებინებთ. ფინალში კი ირანი გავიდა, რომელმაც უკვე ოთხივე შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.
მეორე ქვეჯგუფიდან ფინალის საგზური თითქმის გაინაღდეს მასპინძლებმა, რომლებსაც დასკვნით ტურში ბელარუსის ძლევა არანაირად არ უნდა გაუჭირდეთ. მეორე პოზიციის უმთავრესი კანდიდატი კი რუსეთია. მსოფლიოს თასის შარშანდელი ჩემპიონები ამჯერად აზერბაიჯანში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდნენ და პირველსავე ტურში ადგილობრივთა შვიდეულთან 0:7 განადგურდნენ.
თუკი თურმანიძის გუნდი ამერიკელების ჩამოშორებას შეძლებს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სავარაუდოდ სწორედ რუსეთს დაეჭიდება.

თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს თასი
ბაქო
12 მაისი


A ჯგუფი
რუსეთი - ბულგარეთი 6:1
ბელარუსი – ყაზახეთი 2:5
აზერბაიჯანი – რუსეთი 7:0
ბულგარეთი – ბელარუსი 2:5
ყაზახეთი – რუსეთი 2:5
აზერბაიჯანი – ბულგარეთი 7:0
ბელარუსი – რუსეთი 1:6
ყაზახეთი – აზერბაიჯანი 0:7

B ჯგუფი
ირანი – თურქეთი 7:0
აშშ – იაპონია 5:2
საქართველო – ირანი 2:5
თურქეთი – აშშ 2:5
იაპონია – ირანი 2:5
საქართველო – თურქეთი 7:0
აშშ – ირანი 3:4
იაპონია – საქართველო 3:4

13 მაისი
ბულგარეთი – ყაზახეთი
ბელარუსი – აზერბაიჯანი
თურქეთი – იაპონია
აშშ – საქართველო

მე-3 ადგილისთვის
A2 – B2

ფინალი
A1 – B1

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.096886