იტალიის სერია ა-ს მეხუთე ტურის ექვსი მატჩი კვირას გაიმართა. დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი “სასუოლო” საკუთარ მოედანზე “ნაპოლისთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა.ერთადერთი გოლი კალეხონმა გაიტანა.
მიუხედავად წაგების დი ფრანჩესკოს გუნდი თავს კარგად იცავდა და ეს გასულ თამაშებშიც გამოჩნდა.
სუჩის გოლით “კალიარი” მილანელებს ამარცხებდა, თუმცა რამიმ მალევე გაათანაბრა. დარჩენილ დროში გოლი არ გასულა. შეხვედრის მიწურულს ზაპატა გააძევეს მოედნიდან, მაგრამ ეს ფაქტი შედეგზე არ ასახულა.
ვერონადან ქულა წამოიღო ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ.” ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში ჩართვა არ მოუწია, ხოლო ზუგდიდის “ბაიას” ყოფილი შემტევი ირაკლი შეყილაძე კვლავ ვერ მოხვდა გუნდის განაცხადში.
ტურის მოულოდნელობა ჯუზეპე მეაცაზე დაფიქსირდა. ეკდალის ჰეთ-თრიქით “კალიარიმ” მილანიდან სამი ქულა წამოიღო. ნაგატომო 27-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს და ვალტერ მაცარის მოთამაშეთა პირველი მარცხი ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად განაპირობა.
ბერნარდესკის პასით ფლორენციელებმა ტურინიდან ქულა წამოიღეს. ახალგაზრდა იტალიელი ნიჭიერი ფეხბურთელია, მოედნის კარგი ხედვითა და აზროვნებით გამოირჩევა, რაც თანამედროვე ფეხბურთში ხშირი მოვლენა არ არის.
გენუაში დერბი გაიმართა. “ლუიჯი ფერარიზე” გასპერინის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. თამაშიდან გამომდინარე დასანანი იყო “ჯენოას” მარცხი, მაგრამ მოიგო მან, ვინც შანსი გამოიყენა.
დღევანდელი გამარჯვებით “სამპდორიამ” მესამე ადგილზე იანაცვლა, ხოლო “ჯენოა” მე-10 ადგილს იკავებს.
ხვალ ტურის ორი მატჩია დარჩენილი. “უდინეზე” მიიღებს “პარმას,” ხოლო “ლაციო” პალერმოში ჩადის.
“სასუოლო” – “ნაპოლი” 0:1 (0:1)
რეჯიო ემილია, “ციტა დელ ტრიკოლორე.”
სასუოლო: კონსილი, პელუზო, აკერბი, კანავარო, გაზოლა (ვრსალიკო 76), ტეიდერი, მანანელი, ბრიგი (მისიროლი 56 ), სანსონე, ზაზა, ფლოკარი (პავოლეტი 72 )
მთავარი მწვრთნელი: დი ფრანჩესკო
ნაპოლი: კაბრალი, ზუნიგა, ალბიოლი, კულიბალი, ბრიტოსი, გარგანო (ჟორჟინიო 77 ), ლოპესი, კალეხონი, ჰამშიკი (დე გუზმანი 61 ), ინსინე, იგუაინი (ზაპატა 70 )
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლი: 0:1 კალეხონი (28)
მთავარი მსაჯი: სებასტიანო პელუზო
გაფრთხილება: ბრიგი (23), ტეიდერი (52), გარგანო (52), ზაზა (55), გაზოლა (74), ჟორჟინიო (78)
“კალიარი” – “მილანი” 1:1 (1:1)
ჩეზენა, “დინო მანუცი.”
კალიარი: ლელი, ბრიენცა, კაპელი (პერიკო 72 ), კასკიონე, კოპოლა, ლუჩინი, მარილუნგო, რენზეტი, სუჩი (დეფრელი 62 ), ვოლტა, ზე ედუარდო (დე ფრეუდისი 46 )
მთავარი მწვრთნელი: ბისოლი
მილანი: აბიატი, აბატე, რამი, ძაპატა, დე შილიო, დე იონგი, პოლი (ესიენი 71 ), ბონავენტურა, მენეზი, ჰონდა (ალექსი 75 ), ტორესი (პაცინი 71 )
მთავარი მწვრთნელი: ინძაგი
გოლები: 1:0 სუჩი (10), 1:1 რამი (19)
მთავარი მსაჯი: მარკო გუიდა
გაფრთხილება: კოპოლა (17), კასკიონე (22), ბონავენტურა (44), რენზეტი (57), დე იონგი (69), დე ფრეუდისი (90+1)
გაძევება: ზაპატა (73)
“კიევო” – “ემპოლი” 1:1 (0:0)
ვერონა, “მარკ’ანტონიო ბენტეგოდი.”
კიევო: ბარდი, ბირაგი, სეზარი, დაინელი, ფრეი, კოფი (ლაზარევიჩი 80 ), რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, ბირსა (მეჯორინი 50 ), პალოში (ლოპესი 70 ), ბოტა
მთავარი მწვრთნელი: კორინი
ემპოლი: სეპე, კროკე, ჰისაი, ლორინი (რუი 32 ), პუკარელი, რუგანი, სინორელი, ტავანო (მაკარონე 54 ), ტონელი, ვეცინო, ვერდი (გუარენტე 83)
მთავარი მწვრთნელი: სარი
გოლები: 1:0 მეჯორინი (50), 1:1 პუკარელი (59)
მთავარი მსაჯი: დავიდ მასა
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი (45+1), ჰისაი (74), ჰეტემაი (86), ბირაგი (90+1)
“ინტერი” – “კალიარი” 1:4 (1:4)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა.”
ინტერი: ჰანდანოვიჩი, ჟუანი, ვიდიჩი, ანდრეოლი, მედელი (გუარინი 46 ), დოდო (დ’ამბროზიო 43 ), კოვაჩიჩი, ერნანესი, ნაგატომო, ოსვალდო, პალასიო (იკარდი 69 )
მთავარი მწვრთნელი: მაცარი
კალიარი: კრანო, ბალზანო, კაპიტელი, როსეტინი, აველარი, ეკდალი, კრისეტიგი, დესენა (პედრო 90 ), იბარბო (ფარიასი 69 ), საუ (ლონგო 73 ), კოსუ
მთავარი მწვრთნელი: ზემანი
გოლები: 0:1 საუ (10), 1:1 ოსვალდო (18), 1:2, 1:3, 1:4 ეკდალი (29, 34, 44 )
მთავარი მსაჯი: ლუკა ბანტი
გაფრთხილება: ნაგატომო (25), ნაგატომო (27), როსეტინი (45), საუ (45), გუარინი (82), ბალზანო (82)
გაძევება: ნაგატომო (27)
43-ე წუთზე კოსუმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
“ტორინო” – “ფიორენტინა” 1:1 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო დი ტორინო.”
ტორინო: ჟილე, დარმიანი (მოლინარო 87 ), ელ კადური (პერესი 57 ), გაცი, გლიკი, მაქსიმოვიჩი, მორეტი, პერესი, კვალიარელა, სანჩესი (ბენასი 72 ), ვივესი
მთავარი მწვრთნელი: ვენტურა
ფიორენტინა: ნეტო, რიჩარდსი (ბერნარდესკი 78 ), როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, ბადელი (პიზარო 63 ), კურტიჩი, ფერნანდესი, ვალერო (აკვილანი 68 ), ბაბაქარი, ილიჩიჩი
მთავარი მწვრთნელი: მონტელა
გოლები: 1:0 კვალიარელა (62), 1:1 ბაბაქარი (78)
მთავარი მსაჯი: პაოლო ვალერი
გაფრთხილება: მორეტი (18), ბაბაქარი (19), სანჩესი (50), ილიჩიჩი (56), პერესი (77)
“ჯენოა” – “სამპდორია” 0:1 (0:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარი.”
ჯენოა: პერინი, ანტონელი, ბურდისო (ბერტოლაჩი 70), დე მაიო, ედენილსონი, კუცკა (მატრი 60), პეროტი, პინილია, რინკონი (ფალქუ 81), რონკალია, სტურარო
მთავარი მწვრთნელი: გასპერინი
სამპდორია: ვივიანო, დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანოლი, რეჯინი (მესბა 11 ), სორიანო, პალომბო, ობიანგი (კრსტიჩიჩი 89), გაბიდინი (სანსონე 85), ოკაკა, ედერი
მთავარი მწვრთნელი: მიხაილოვიჩი
გოლი: 0:1 გაბიდინი (75)
მთავარი მსაჯი: ანტონიო დამატო
გაფრთხილება: სილვესტრე (38), ბურდისო (49), ედერი (51), პინილია (54), ოკაკა (77), სტურარო (78), ობიანგი (80)