საფრანგეთის ლიგა ერთის ბოლო ტურში უნდა გარკვეულიყო, შეინარჩუნებდა თუ არა „ლიონი“ მე-3 ადგილს; „ლილი“ გავიდოდა ევროპის ლიგაზე თუ „ნიცა“; ასევე, მოახდენდა თუ არა „ტრუა“ მცირე სასწაულს და დარჩებოდა თუ არა უმაღლესში.
ტურის ცენტრალური შეხვედრა „ლილი“-„სენტ ეტიენი“ იყო. მასპინძლებს, მე-5 ადგილის შესანარჩუნებლად, მოგება ჭირდებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ „ნიცა“ „აიაჩოსთან“ 3 ქულას აიღებდა, ევროპის ლიგაზე კლოდ პუელის გუნდი დავიდოდა. „ლილმა“ პირველი ტაიმი კი მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევარში, სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და რუდის გარსიას გუნდმა ვერც იმან უშველა, რომ ბოლო თითქმის ნახევარი საათი „სენტ ეტიენმა“ 10 კაცით ითამაშა. პარალელურად გამართულ მატჩში, „ნიცამ“ 2:0 იმარჯვა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.
მე-3 ადგილი შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა „ლიონმა“, რომელმაც უმოტივაციო „რენს“ 2:0 სძლია. აღვნიშნავთ მე-2 გოლს. კლემენ გრენიემ კარიდან დაახლოებით 40 მეტრში დანიშნული ჯარიმა გოლად აქცია. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ასეთი გოლი ზედიზედ მე-2 თამაშში გაიტანა. როგორც ჩანს, „ლიონს“ ახალი ჟუნინიო გამოუჩნდა.
ლიგა ერთში დარჩენისთვის იბრძოდა „ნანსი“, რომელსაც მიზნის მისაღწევად უნდა მოეგო, ხოლო „სოშოს“, „აიაჩოს“ ან „ევიანს“ დიდი ანგარიშით წაეგოთ. „ტრუა“ „ვალანსიენთან“ უქულოდ დარჩა და დანარჩენი 3 გუნდის შედეგებს აზრი დაეკარგა.
გათამაშება მოგებით დაასრულა ქვეყნის ახალმა ჩემპიონმა, „პარი სენ ჟერმენმა“. პარიზელები „ლორიანთან“ გასვლით შეხვედრაში 3:0 დაწინაურდნენ, ხოლო მატჩის მიწურულს ერთი ბურთი გაუშვეს. საფრანგეთის ჩემპიონატში თავისი 30-ე გოლი გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც კევინ გამეირომ მხარი დუბლით აუბა.
აიაჩო-ნიცა 0:2 (0:0)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 7599
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, დიავარა, ზუბარი, პულარი, საადი, ლასნე, მოსტეფა, ანდრე (პიერაცი 79), კავალი (სამარიტანო 76), ბელგაზუანი, დელორი (დიარა 70).
მწვრთნელი: ალბერ ემონი.
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, სიველი, პეიჩინოვიჩი, კოლოძიეშაკი, აბრიელი, დიგარი, პიე, ტრაორე, ბოტეაკი (დიასი 80), სვიტანიჩი (ბაოკენი 86).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
გოლები: 0:2 სვიტანიჩი (50), 0:2 ბოტეაკი (77).
გაფრთხილებები: ბელგაზუანი 35 - სვიტანიჩი 69.
მსაჯი: ლორან დუამელი.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 3 (3)-4 (3), კუთხური: 4-0, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-3, ჯარიმა: 14-19.
ლორიანი-პსჟ 1:3 (0:0)
ლორიანი, “მუსტუა” 16336
ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, მანგა, ლოტოა, ლე ლანი, მონე-პაკე, ლემინა (რეალი 46), ჟუფრე, ბართელმი, ჟიული (ჟიული 72), რობერი (კონე 62).
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
პსჟ (4-4-2): არეოლა (ლე კრომი 61), ვან დერ ვილი, კამარა, არმანი, ტიენე, შანტომი (საკო 83), ვერატი, მატუიდი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (გამეირო 18).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (51), 0:2 გამეირო (63), 0:3 გამეირო (65), 1:3 ლე ლანი (84, პენ).
გაძევება: ლე კრომი 82.
მსაჯი: ბენუა ბასტიენი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 14 (8)-9 (4), კუთხური: 12-1, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-7, ჯარიმა: 5-7.
ბორდო-ევიანი 2:1 (2:1)
ბორდო, “შაბან დელმა”
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, პლანუსი, სანე, მარანჟი, ბენ კალფალა (სერტიჩი 78), ბიოგო პოკო, ტრაორე, მორის-ბელეი, სევე, დიაბატე (ობრანიაკი 78).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
ევიანი (4-4-2): დურანი, ჯეჯე, კამბონი, ბეტაო, ვასი, კალიფა, რაბიუ, სორლინი, ბარბოსა (ნ’სიკულუ 73), ბერიგო (ტიე ბი 43), საგბო (ერეტი 56).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გოლები: 1:0 დიაბატე (5, პენ), 2:0 დიაბატე (34), 2:1 საგბო (45, პენ).
გაფრთხილებები: პლანუსი 19, კარასო 45 - დურანი 4, კამბონი 12.
მსაჯი: ენტონი გოტიე.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 16 (3)-9 (3), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-1, ჯარიმა: 13-11.
ლილი-სენტ ეტიენი 1:1 (1:0)
ვილანოვ დ’ასკი, “გრანდ სტად ლილ მეტროპოლი” 45931
ლილი (3-5-1): მუკო, ბერია, შეჯუ, ბაზა, დინე, როდელინი (რუ 79), გუიე (მარტინი 73), მავუბა, ბალმონი (დე მელო 85), პაიე, კალუ.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი, ზუმა, პერინი, გულამი, ლემუანი, კოადე, გილავოგი, ამუმა (ბოდმე 82), ბრანდაო (მოლო 76), ობამეიანგი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლები: 1:0 კალუ (42), 1:1 ამუმა (59).
გაფრთხილებები: გუიე 66, რუ 89 - გილავოგი 29, ლემუანი 44, კოადე 62.
გაძევება: გილავოგი 67.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 13 (4)-4 (2), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 10-17.
მარსელი-რეიმსი 0:0
მარსელი, “ველოდრომი”
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, დიავარა, მორელი, რომაო, ბარტონი (კადირი 82), სუგუ (ჯ. აიუ 58), ვალბუენა, ა. აიუ, ჟინიაკი.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
რეიმსი (4-1-2-2): აგასა, მანდი, დევო, ვებერი, სუარე (სინიორინო 76), კრიშოვიაკი, რამარი (უალი 76), კა, დე პრევილე (გილასი 79), კურტე, აიტე.
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
მსაჯი: ფრედი ფოტრელი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 16 (7)-3 (0), კუთხური: 11-4, თამაშგარე: 4-4, სეივი: 0-8, ჯარიმა: 7-14.
ლიონი-რენი 2:0 (1:0)
ლიონი, “ჟერლანი” 38705
ლიონი (4-1-4-1): ლოპესი, რევეილერი (მვუემბა 88), კონე, ბისევაცი, დაბო, ფოფანა, ლაკასეტე (ფერი 75), მალბრანკი, გრენიე, გურკუფი, ლოპესი (გომისი 79).
მწვრთნელი: რემი გარდი.
რენი (4-3-3): კოსტილი, მორეირა (ფოლკიე 46), აპამი, მენსა, მავინგა, დანსე (მონტანო 73), მაკუნი, პაჟო, დიალო (ფერე 56), ერდინგი, პიტროიპა.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტონეტი.
გოლები: 1:0 ლოპესი (23, პენ), 2:0 გრენიე (69).
მსაჯი: ფილიპ კალტი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 7 (5)-11 (6), კუთხური: 1-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 6-3, ჯარიმა: 12-14.
ბასტია-სოშო 0:0
ფურიანი, “არმან სეზარი”
ბასტია (4-4-2): ლანდრო (ბონეფუა 52), სიონი, მარშალი (ფატი 46), შოპლინი, ინკუმი, ბოვუ, საბლე, კაუზაკი, კაზრი, მოდესტე, ტაუვინი (მაულიდა 89).
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
სოშო (4-2-3-1): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, კანტე, რუსილონი (სოჟე 70), ლოპი, ნოგეირა, დუბაი (პუჟოლი 76), ბუდებუზი, ბაკამბუ (მიკარი 90+1), პრივა.
მწვრთნელი: ერიკ ელი.
გაფრთხილებები: შოპლინი 35, კაუზაკი 87 - რუსილონი 22, პეიბერნე 31, მიკარი 90+2.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 10 (2)-6 (3), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-2, ჯარიმა: 17-13.
ბრესტი-ნანსი 1:2 (0:2)
ბრესტი, “ფრანსის ლე ბლე”
ბრესტი (4-2-3-1): ტებო, ჟულიენი, დიენი, მაკონდა, სუმა, სისოკო, ლიკა, შაფნი (ბენშოპი 46), გრუჟი (რასპენტინო 68), ლეზუამიე, ბა.
მწვრთნელი: სორენტინ მარტინსი.
ნანსი (5-3-2): გრეგორინი, ჟებუ (ამადუ 90), ლოტიე, პუგრენიე, სამი, მურატორი, კარაბუე (რაშიდი 79), სანე, მანგანი, მუკანჯო, ეფულუ (გრანჟი 85).
მწვრთნელი: პასკალ გაბრიელი.
გოლები: 0:1 პუგრენიე (10), 0:2 პუგრენიე (30), 1:2 ბენშოპი (90).
გაფრთხილებები: ჟულიენი 73 -ჟებუ 63.
მსაჯი: ამაური დელერუ.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 11 (3)-7 (3), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-2, ჯარიმა: 6-17.
ტულუზა-მონპელიე 2:0 (2:0)
ტულუზა, “მუნისიპალი” 12812
ტულუზა (3-5-2): აჰამადა, ორიე (რეგატინი 71), იაგო, მ’ბენგუ, აკპა აკპრო, დიდო, სირიეიქსი, რაბიო, სილა (ნინკოვი 64), ბენ იედერი, ტაბანუ (ბრაატენი 58).
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, მეზაგი, კონგრი, ელ კაუტარი, ბედიმო, სტამბული, ესტრადა (პიტო 71), კამარა, კაბელა, მუნიე (მარტინი 53), ერერა.
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:0 ბენ იედერი (5), 2:0 ბენ იედერი (11).
გაფრთხილებები: აკა აკპრო 82 - კონგრი 86, პიტო 86.
მსაჯი: მიკაელ ლეზაჟი.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 16 (9)-19 (4), კუთხური: 3-9, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-7, ჯარიმა: 21-16.
ვალანსიენი-ტრუა 2:1 (0:1)
ვალანსიენი, “ენო”
ვალანსიენი (4-3-2-1): პენეტო, ლალა, იზიმატ მირინი (ანგუა 26), როზი, ბონგი, დუკურტიო, სანჩესი, გომისი (დოსევი 59), მელიკსონი, დანიჩი, აბუბაკარი (პუჟოლი 71).
მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.
ტრუა (4-4-1-1): ტურამ-ულიენი, კოლინი, ჟარჟა, ბრეშე, ოთონი (მარკოსი 76), ფოსურიე, ენზა იამისი, კამუსი (ჟანი 71), დარბიონი (ნგოი 59), ნივე, ბაებეკი.
მწვრთნელი: ჟან ფურლანი.
გოლები: 0:1 ნივე (12), 1:1 ჟარჟა (67, ს.კ.), 2:1 პუჟოლი (88).
გაფრთხილებები: დუკურტიო 28, ანგუა 32 - ბრეშე 5, კოლინი 41, ნგოი 77.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 14 (4)-7 (5), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-3, ჯარიმა: 20-13.