საერთაშორისო გამოცემამ - Goal.Com-მა იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელიც პირველ რიგში იმითაა აღსანიშნავი, რომ მასში “მილანის” ახალწვეული ფერნანდო ტორესი მოხვდა.
მე-4 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ანდრეა კონსიგლი (“სასუოლო”);
მცველები: შტეფან ლიხშტაინერი (“იუვენტუსი”), ლორენცო ტონელი (“ემპოლი”), ანდრეა რანოკია (“ინტერი”), პაოლო დე ჩელიე (“პარმა”);
ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (“ფიორენტინა”), არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”), მირალემ პიანიჩი (“რომა”), ანდრეა პელოტი (“პალერმო”);
თავდამსხმელები: ალესანდრო მატრი (“ჯენოა”), ფერნანდო ტორესი (“მილანი”).
ირაკლი ალიმბარაშვილი