კალათბურთი

15:10 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაკილ ონილს სასამართლოში უჩივლეს

ნბა-სა და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდარულ წარმომადგენელს, ცენტრალურ თავდამსხმელ შაკილ ონილს სასამართლოში უჩივლეს.

სარჩელი სასამართლოში აშშ-ს ერთ-ერთ შტატის, კონკრეტულად კი მიჩიგანის წარმომადგენელმა, ჯამელ ბინიონმა შეიტანა, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების მატარებელია. აღნიშნულ დაავადებას ბინიონი სახეზე ატარებს. ბინიონის სურათის ნახვის შემდეგ, რომელიც ჯამელმა სოციალურ ქსელში განათავსა, ონილს დამცინავი ჟესტი გაუკეთებია.

ჯამელი, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად, სასამართლოს დახმარებით ონილისაგან 25 000 აშშ დოლარს ითხოვს. როცა დიდმა შაკმა გაიგო ჯამელის ავადმყოფობის შესახებ, მოინანია და საჯაროდ ბოდიში მოიხადა. გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო შაკის მონანიებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168655