ფეხბურთი

11:42 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტორესის უარი “ინტერს”

 

მილანის “ინტერს” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის – ფერნანდო ტორესის შეძენა უნდოდა, მაგრამ ესპანელმა იტალიაში გადაბარგება არ ისურვა. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.

მილანელთა პრეზიდენტ ერიკ ტოხირს არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდი მაღალი დონის ფორვარდი სურდა და ასეთად ტორესს მიიჩნევდა. “ნერაძურიმ” ლონდონურ მხარესთან მოლაპარაკება დაიწყო კიდეც, მაგრამ გარიგება “ელ ნინიომ” ჩაშალა.

როგორც ირკვევა, ტორესს “ჩელსიში” დარჩენა და ძალების “სტემფორდ ბრიჯზე” დამტკიცება სურს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097508