ჭიდაობა

22:00 | 26.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი ჩინეთში გერმანელით დაიწყებს

ხვალ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოცდილი წევრი ოთარ თუშიშვილი (66 კგ) ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში ჩაერთვება. ქალაქ ტაიუანში, ოლიმპიური ნორმატივის შესასრულებლად მას მინიმუმ ოთხი შეხვედრის მოგება დასჭირდება. ჩინურ ტურნირზე ლონდონის საგზურს თითოეული წონითი კატეგორიის სამი საუკეთესო მოჭიდავე მოიპოვებს.
ზაზა თურმანიძის გუნდს ოლიმპიადისთვის სრული შემადგენლობის შესაკრავად მხოლოდ 66 კილოგრამის ლიცენზია აკლია და მწვრთნელმა ჩინეთში შიდა კონკურენციის ლიდერი იახლა. უკვე გაიმართა კენჭისყრა და გაირკვა, რომ თუშიშვილის პირველი მეტოქე გერმანელი სამეტ დელგერი იქნება. ამ წყვილიდან გასული კი მერვედფინალში სლოვაკ იაკუბ კაჩენაკსა და სამხრეთკორეელ დაი-სუნგ კიმს შორის მოგებულს შეხვდება.
28-29 აპრილს აპრილს საქმეში ბერძენ-რომაელები ჩაერთვებიან. ბეგი დარჩიას გუნდს ოლიმპიური ლიცენზია ჯერ მხოლოდ ორ წონაში აქვს მოპოვებული. ამრიგად, ნაკრების თავკაცმა საჩინეთო განაცხადში ხუთი ულიცენზიო წონის მოჭიდავეები შეიყვანა: ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ).

ოთარ მაღლაკელიძე

0.138454