ესპანურ „ვალენსიას“, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდის, თებერვლის შემდეგ, ზედიზედ 2-ჯერ პირველად მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ „ღამურებმა“ 3 ქულა მე-3 დამატებულ წუთზე დაკარგეს. „ესპანიოლთან“ გამართულ მატჩში, სტუმრებმა პირველი ტაიმი 0:1 წააგეს. 82-ე წუთზე, წინ კვლავ კატალონიელები იყვნენ, ამჯერად 2:1. 90-ე წუთზე, ჟონასისა და სოლდადოს გოლების წყალობით, 3 ქულასთან ახლოს უკვე „ვალენსია“ იყო, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს შეგირდები მაინც ქულას დასჯერდნენ.
ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო არცთუ დიდი ხნის წინათ ცხრილის ფსკერზე მყოფმა „დეპორტივომ“. ლა კორუნიელებმა „ლევანტე“ სტუმრად დაამარცხეს, თან ისე, რომ მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ამ მოგების წყალობით, „დეპორმა“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ცნობისთვის, 2004 წლის შემდეგ, ეს „დეპორტივოსთვის“ ლა ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა.
ბოლო სამ საშინაო თამაშში პირველად მოიგო „მალაგამ“, რომელმაც, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, აქცენტი სრულად ლა ლიგაზე გააკეთა. მანუელ პელეგრინის გუნდმა „ოსასუნას“ სძლია, თუმცა გაჭირვებით. ანდალუსიელებმა მატჩის ერთადერთი გოლი მე-2 დამატებულ წუთზე გაიტანეს.
ერთდროულად 2 სერია შეწყდა ვალიადოლიდში. 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე „ვალიადოლიდი“ „ხეტაფეს“ დაუხვდა, რომელსაც ბოლო 7 თამაშში არ წაეგო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი მადრიდელებმა მოიგეს, 3 ქულა მაინც მასპინძლებს დარჩათ.
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 14000
ვალიადოლიდი – ხეტაფე 2:1 (0:1)
ვალიადოლიდი: ერნანდესი, რუკავინა, ვალიენტე, ბალენსიაგა (პენია 83), ებერტი, რუედა, ალვარო, ოსკარი, სასტრე, მანუშუ (გერა 65), ლარსონი (პერესი 85).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
ხეტაფე: კოდინა, ვალერა, ლოპო, რუანო, ფერნანდესი, ბორხა (ხავილანი 74), ლაფიტა, კასტრო, ტორესი (ლასენი 61), ბარადა, ალკასერი (ვასკესი 70)
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გაფრთხილებები: ალვარო (6), სასტრე (87) – კოდინა (55), ლოპო (63)
გაძევება: რუანო (76)
გოლები: 0:1 ალკასერი (45), 1:1 ოსკარი (68), 2:1 გერა (73)
კარში დარტყმა: 18 (10) – 4 (2) ჯარიმა: 11 - 15 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 67% - 33%სეივი: 2 – 9
ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 17000
ლევანტე – დეპორტივო 0:4 (0:3)
ლევანტე: მუნუა, ლელი, ნავარო, ხუანფრანი, ბალესტეროსი, დიოპი (მიჩელი 32), იბორა, ბარკერო (ხუანლუ 71), რიოსი, გარსია (მარტი 57), აკვაფრესკა.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
დეპორტივო: არანსუბია, მარჩენა (კაშტრუ 50), პაბლო, აიტამი, სილვიუ, ვალერონი, აგილარი (ალექსი 42), დომინგესი, გამა, პიცი, ოლივეირა (სალომანი 80).
მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი
გაფრთხილებები: ხუანფრანი (34), იბორა (89) – გამა (62)
გოლები: 0:1 ვალერონი (12), 0:2 პიცი (20), 0:3 ოლივეირა (28), 0:4 გამა (90)
კარში დარტყმა: 16 (5) – 14 (9) ჯარიმა: 11 - 4 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50%სეივი: 5 – 5
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“.
ესპანიოლი – ვალენსია 3:3 (1:0)
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, კაპდევილია, მატიონი (ლოპესი 77), ფორლინი, ვერდუ (ბაენა 85), სანჩესი, ვაკასო, გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
ვალენსია: გუაიტა, კოშტა (რუისი 40), მატიე, პერეირა, გუარდადო, ბანეგა, კოსტა (ალბელდა 46), პარეხო, კანალესი (ფეგული 77), სოლდადო, ჟონასი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გაფრთხილებები: სანჩესი (62) – კოშტა (23), ბანეგა (90)
გოლები: 1:0 ვაკასო (45), 1:1 კანალესი (53), 2:1 ვერდუ (82), 2:2 ჟონასი (87), 2:3 სოლდადო (90), 3:3 გარსია (90)
კარში დარტყმა: 14 (8) – 10 (6) ჯარიმა: 14 - 9 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 30% - 70%სეივი: 3 – 5
მალაგა. „ლა როსალედა“.
მალაგა – ოსასუნა 1:0 (0:0)
მალაგა: კაბალიერო, დემიკელისი, ველიგტონი, ხამესი, სანჩესი (ფერნანდესი 88), ბაპტიშტა, იტურა (პიასონი 82), კამაჩო, ელიზეუ, ისკო, სავიოლა (დუდა 74).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ხეტაფე: ფერნანდესი, რუბენი, ბერტრანი, არიბასი, სანხურხო, სილვა, დე ლას კუევასი (მასუდი 86), არმენტეროსი, სეხუდო (პუნიალი 64), ლოე, სოლა (ონვუ 79).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გაფრთხილებები:იტურა 78, ველიგტონი 80 - სოლა 43, ბერტრანი 69, პუნიალი 90+1
გოლი: 1:0 ბაპტიშტა (90+2)
კარში დარტყმა: 15 (11) – 9 (2) ჯარიმა: 15 - 19 კუთხური: 10 - 2 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 52% -483%სეივი: 2 – 10