ჭიდაობა

12:57 | 28.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მწვრთნელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სპორტის განვითარება-პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისთვის,  ნაყოფიერი და სპორტული და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ვეტერანი მწვრთნელები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი სოლომონ ჩიტაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი ალექსანდრე კახნიაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვაჟა კრავეიშვილი, სამბისტთა ახალგაზრდული გუნდის უფროსი მწვრთნელი ბადრი ჯანიაშვილი და საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის მენეჯერი და დამსახურებული მწვრთნელი თენგიზ არაბული.

 

0.09736