“ნიუ იორკ რედ ბულზის” კოლუმბიური წარმომავლობის ფორვარდმა ხუან აგუდელომ, რომელსაც 23 ნოემბერს 18 წელი შეუსრულდება, აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში თავისი პირველი გამოსვლა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ სტუმრად გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების გოლის გატანით აღნიშნა. ამის წყალობით ის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა და ამერიკული მედიის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.