ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში “ტოტენჰემმა” “მანჩესტერ სიტისთან” 0:6 წააგო და მათმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თავისი ფეხბურთელბის მიმართ აშკარად, სახალხოდ გამოხატა უკმაყოფილება. ეს ამბავი კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონა და პორტუგალიელს მიანიშნა, რომ თუ შემდეგ ტურში (1 დეკემბერს) “დეზები” “მანჩესტერ იუნაიტედთანაც” უქულოდ დარჩებიან, შესაძლოა, მისი გუნდიდან გათავისუფლების საკითხი დადგეს – წერს The Guardian-ი.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ცხრილში 12 თამაშიდან 20 ქულით მე-9 ადგილზეა და 8 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ თანაქალაქელ “არსენალს.”