თავისუფალ ჭიდაობაში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლერი ხაბელოვის სახელობის ტრადიციული ასაკობრივი ტურნირი ისევ ჩატარდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრებაში საქართველოს 26 საჭიდაო სკოლის 250-მდე სპორტსმენი ჩაერთო. ჩემპიონ-პრიზიორები ორ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ: 1997-98 წლებში და 1999-2000 წლებში დაბადებულებს შორის. გასულ უქმეებზე ჩატარებულ ტურნირს სახელოვანი მოჭიდავეები: ლერი ხაბელოვი, გურამ საღარაძე, ზარიბეგ ბერიაშვილი, ნოდარ მოდებაძე, ნოდარ ხოხაშვილი, ლუკა კურტანიძე, შაკო ბედინეიშვილი და დავით პოღოსიანი დაესწრნენ. მთავარი მსაჯი კი ეროვნული კატეგორიის არბიტრი სოსო ბზარაშვილი იყო.
ხაბელოვის სახელობის თასი და ფულადი ჯილდო მისივე კლუბის წევრს, ტურნირის ჩემპიონ თორნიკე კიკნაძეს (69 კგ) გადაეცა. ტურნირის ტექნიკურ მოჭიდავედ კი ლექსო კილაძე (42 კგ) დასახელდა.
1999-2000 წლებში დაბადებულები
26 კგ
1 შამილ გაჯიევი (ყვარელი)
2 იგორ ბერიძე (აჭარა)
3 გიორგი ფიფია (რუსთავი)
3 საბა გოგსაძე (ამბროლაური)
29 კგ
1 თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
2 ბექა გიგაური (ქარელი)
3 გიორგი გედენიძე (კურტანიძის კლუბი)
3 ბაჩუკი ავალიშვილი (დმანისი)
32 კგ
1 ნიკა გოგრიჭიანი (ამბროლაური)
2 გიგი ბლიაძე (ხაშური)
3 ბექა იაშვილი (ამბროლაური)
3 ლუკა ქარჩხაძე (აჭარა)
35 კგ
1 გიორგი გელაშვილი (ამბროლაური)
2 გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)
3 ნიკა მათიაშვილი (კურტანიძის კლუბი)
3 ზალუმხან საიდოვი (ყვარელი)
38 კგ
1 ლადო გამყრელიძე (ამბროლაური)
2 ნარიბე ოგანესიანი (ნინოწმინდა)
3 გაბრიელ გობეჯიშვილი (რუსთავი)
3 ამირან ვახტანგიშვილი (გორი)
1997-98 წლიანები
42 კგ
1 ლექსო კილაძე (რუსთავი)
2 ვასილ მამულაშვილი (მართვე)
3 ელშან ნიფტალოგლი (ქარელი)
3 არზუმ თარგამიანი (ნინოწმინდა)
46 კგ
1 ალეკო ლომიძე (ხაშური)
2 გოგი მამიაური (ოლიმპიური მომზადების ცენტრი)
3 გიორგი ღვინიანიძე (სოფ. დიღომი)
3 აგილ ბახმადოღლი (ქარელი)
50 კგ
1 გაიოზ გონგლაძე (ხაშური)
2 გიორგი სამაკაშვილი (მართვე)
3 ფახრატ აგაჯანოვი (სადახლო)
3 ნოდარ ბიწაძე (რუსთავი)
54 კგ
1 ლევან ინასარიძე (გამარჯვება)
2 თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)
3 სერგო ზაზაძე (გამარჯვება)
3 გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო)
58 კგ
1 გოჩა ყიფშიძე (აჭარა)
2 მამუკა ჩაჩუა (თბ. კლუბი)
3 ელვარ ნაბიოღლი (ქარელი)
3 გრიშა ოგანესიანი (ახალქალაქი)
63 კგ
1 ჯანგირ ახმედოვი (ქარელი)
2 გიორგი ჭალიძე (კურტანიძის კლუბი)
3 ოთარ გაბელია (ხაბელოვის კლუბი)
3 ირაკლი მენთეშაშვილი (დედოფლისწყარო)
69 კგ
1 თორნიკე კიკნაძე (ხაბელოვის კლუბი)
2 მამუკა არაბული (დედოფლისწყარო)
3 გიორგი პავლიაშვილი (დედოფლისწყარო)
3 საბა ჭილაია (რუსთავი)
76 კგ
1 მოგელი მეზვრიშვილი (გორი)
2 ზაურ ბერიძე (ოლიმპიური მომზადების ცენტრი)
3 ჯაბა მაისურაძე (კურტანიძის კლუბი)
3 დათო ფირუზაშვილი (სოფ. დიღომი)
85 კგ
1 კოტე გაბაშვილი (თბ. კლუბი)
2 მარად ვანაძე (ნინოწმინდა)
3 ბაჩანა მიქელაშვილი (ხაშური)
3 გიორგი შამათავა (თბ. კლუბი)