საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა დავით ხუციშვილმა (74 კგ) ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა – ავსტრიელ ფილიპ კრეპაჟს ორ პერიოდში მოუმთავრა საქმე და მერვედფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ ანიუარ გედუევს დაეჭიდება.
ხუციშვილმა პირველ პერიოდში მინიმალური ანგარიშით იმარჯვა – ქულა მოწინააღმდეგის ხალიჩის მიღმა გაყვანით მიითვალა. მეორე ორწუთეულში კი კრეპაჟს 5:0 სძლია.