ფეხბურთი

21:33 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხურცილავა და სეთურიძე “დილას” ღირსებას დაიცავენ

განაპირა მცველები დავით ხურცილავა და გიორგი სეთურიძე გორის “დილას” დაემატნენ.

ხურცილავამ განვლილი სეზონი თბილისის “დინამოში” გაატარა, მაგრამ კლუბში მომხდარი კარდინალური ცვლილებების შემდეგ, ახალი გუნდის ძებნა მოუწია. სეთურიძე წინა სეზონში რუსთავის “მეტალურგში” გამოდიოდა, ხოლო ახლა გორულ კლუბში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ “დილა” ნოდარ ნოზაძემ, გიორგი მჭედლიშვილმა, რომან გოგინაშვილმა და ბიძინა მახარობლიძემ დატოვეს.

0.173489