26 ივნისს საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის" გულშემატკივრები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, მათი მოთხოვნა უცვლელია - ქვეყნის ხელისუფლებამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ორგზის ჩემპიონთა ბანაკში შექმნილი ვითარების მიმართ ყურადღება გამოიჩინონ.
ზემოიმერული კლუბის მდგომარეობა თანდათან მძიმდება - საფეხბურთო კლუბის ფინანსურ ანგარიშებს უკვე ინკასო ადევს, კლუბის მთელი ქონება დატვირთულია იპოთეკით და კვლავაც გაურკველია კლუბის მომავალი. მარგველთა გულშემატკივრები და ზესტაფონის საზოგადოების წარმომადგენლები 28 ივლისს 11:00 საათისთვის ქალაქ თბილისის სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ"-თან (ყოფილი "აჭარა") აპირებენ შეკრებას. რათა თავის პოზიცია ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე დააფიქსირონ.
www.fczestafoni.ge-ს ფოტოები
http://www.youtube.com/watch?v=oi1RWxmGYSg&feature=player_embedded