თურქეთში მყოფი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინდელის მსგავსად, დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული გამოდგა - ისევ ნახევარსაათიანი კროსით დაიწყო, ხოლო დილის ვარჯიში, გუშინდელთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი გამოდგა და თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ვარჯიშის დასაწყისში რატკო დოსტანიჩმა ძირითადი ყურადღება ტაქტიკური ხასიათის წვრთნაზე გაამახვილა, რის შემდეგაც ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც მიეცათ. ვარჯიშის დასასრულს კი იმერელთა სერბმა დამრიგებელმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად დაჰყვეს და მინდორზე საინტერესო ბურთაობა გაჩაღდა.
მეორე ვარჯიში ადგილობრივი დროით 17 საათზე გაიმართება, ხოლო საღამოს თეორიული მეცადინეობაც იგეგმება. თეორიამდე კი ზესტაფონელებს ლიტვაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გასამართი სერბეთ-საქართველოს მატჩის სატელევიზიო რეპორტაჟის ხილვისა და თანამემამულეთა გულშემატკივრობის საშუალება მიეცემათ.
www.fczestafoni.ge-ს ფოტოები