ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:44 | 24.01.2021

024 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 – დაიბადა ჯორჯო კინალია. იტალიის ნაკრების, რომის ”ლაციოსა” და ნიუ იორკის ”კოსმოსის” ცენტრფორვარდი. დაიბადა უელსში და ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო.

03:54 | 23.01.2021

023 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1919 – დაიბადა ბობ პეისლი. ”ლივერპულის” მოთამაშე და მწვრთნელი. ენფილდელთა ღირსებას იცავდა 1939-54 წლებში. 1947 წელს მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა, 1950-ში კი თასი. “ლივერპულის” შემადგენლობაში ჩაატარა 253 ...

09:48 | 22.01.2021

022 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 – დაიბადა მუხრან ვახტანგაძე. ბათუმელი ფალავანი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (85 კგ წონითი კატეგორია). სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ...

09:47 | 21.01.2021

021 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა ამირან სხიერელი. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი (200 სმ). 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი. მოგებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (1968) და თასი (1969). ...

09:50 | 20.01.2021

020 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1936 – დაიბადა შოთა ლომიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 1971). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 1969). 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი (97 კგ წონითი ...

09:48 | 18.01.2021

018 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954 – დაიბადა ალექსანდრე ანპილოგოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის ”ბურევესტნიკის” ხელბურთელი. ხელბურთში მეცადინეობა დაიწყო 1970 წლიდან. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1976 წლის ...

09:47 | 17.01.2021

017 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 – დაიბადა მუჰამედ ალი (კასიუს მარსელიუს კლეი). ლეგენდარული ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა სამჯერ. პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ...

09:55 | 16.01.2021

016 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951 – დაიბადა რამაზ ხარშილაძე. ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 95 კგ წონით კატეგორიაში. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი.

09:53 | 15.01.2021

015 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1901 – დაიბადა ლუის ფელიპე მონტი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში ორი ნაკრების რიგებში იასპარეზა.

09:51 | 14.01.2021

014 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1948 – დაიბადა ვალერი ხარლამოვი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვის ტრიოს გარემარბი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
1.049779