ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:53 | 13.01.2021

013 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1958 – დაიბადა ფრანსისკო (პაკო) ბუიო. ესპანეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. 1986-97 წლებში იცავდა მადრიდის “რეალის” კარს. ორჯერ ფლობდა უეფას თასს. ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. პრიმერა ...

09:52 | 12.01.2021

012 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937 – დაიბადა მიხეილ მესხი. თბილისის ”დინამოში” თამაშობდა 1955-69 წლებში. 1970 წელს იცავდა თბილისის ”ლოკომოტივის” ღირსებას. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში გაიტანა 53 გოლი, თასის 18 შეხვედრაში 5 ბურთი, ...

09:52 | 11.01.2021

011 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1915 – დაიბადა გაიოზ ჯეჯელავა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაში 17 წლისამ დაიწყო. 1935-36 წლებში გამოდიოდა ტსპო-სა და ”ლოკომოტივში”, ხოლო 1937-48 წლებში - თბილისის ”დინამოში”.

09:50 | 10.01.2021

010 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949 – ჯორჯ ფორმენი. ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. იასპარეზა მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე და სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1969 წლიდან ჯორჯ ფორმენი გადავიდა პროფესიონალებში ...

09:56 | 08.01.2021

08 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 – დაიბადა ლევან ცაბაძე. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე. 1994-2002 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი (12-ში კაპიტნად, 9 ლელო).

09:46 | 07.01.2021

07 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1990 – დაიბადა ელენე გედევანიშვილი. საუკეთესო ქართველი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 2010 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2003 და 2004 წლებში გახდა საქართველოს ჩემპიონი. საერთაშორისო ...

09:54 | 06.01.2021

06 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1939 – დაიბადა ვალერი ლობანოვსკი. უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა კიევის ”დინამოში” (1958-64), ოდესის ”ჩერნომორეცსა” (1965-66) და დონეცკის ”შახტიორში” (1967-68). 1961 წლის საბჭოთა კავშირის ...

09:45 | 05.01.2021

05 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1943 – დაიბადა მურთაზ ხურცილავა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის პირველობებისა და ოლიმპიადის პრიზიორია. წლების განმავლობაში იყო ...

09:48 | 04.01.2021

04 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1935 – დაიბადა ფლოიდ პატერსონი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. დაიბადა ბრუკლინში, ღარიბ ოჯახში. ფლოიდს ათი და-ძმა ჰყავდა. კრივში მეცადინეობა 14 წლისამ კუს დ’ამატოს მეთვალყურებით ...

04:17 | 03.01.2021

03 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1963 - დაიბადა დავით გობეჯიშვილი. მძიმე წონის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1992 წლის თამაშების მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 1990). მსოფლიოს ...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.977472