ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:38 | 24.09.2020

024 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954. დაიბადა მარკო ტარდელი. იტალიის ნაკრებისა (1976-85) და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. გერმანიასთან ფინალში (იტალიამ 3:1 მოიგო) ერთ-ერთი გოლი ავტორი.

09:47 | 23.09.2020

023 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973. კახა შენგელია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, თბილისის ”დინამოს”, ”ვითას”, ბათუმის ”ბასკოს”, ”სტუ-ჯეოსელის” მეფარე (209 სმ). საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. იყო საქართველოს კალათბურთის ...

09:39 | 22.09.2020

022 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976. დაიბადა რონალდო (რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა). მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბელუ ორიზონტეს ”კრუზეიროს”, ჰოლანდიური პსვ-ს, ”ბარსელონას”, მილანის ”ინტერის,” მადრიდის ”რეალის”, “მილანის” ...

09:55 | 21.09.2020

021 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1929. დაიბადა შანდორ კოჩიში (შანდორ კოჩიში პეტერი). ლეგენდარული უნგრელი საფეხბურთო ფორვარდი. უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში 1952 წელს გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ...

09:54 | 20.09.2020

020 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1983 წლის 20 სექტემბერს დაიბადა დავით ზირაქაშვილი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და საფრანგეთის “კლერმონის” მოთამაშე. 2003, 2007, 2015 წლების მსოფლიოს თასის მონაწილე. 2010 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ...

09:49 | 19.09.2020

019 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1922. დაიბადა ემილ ზატოპეკი. ლეგენდარული ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. გამოდიოდა 5 და 10 კილომეტრზე რბენასა და მარათონულ დისტანციებზე. ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური თამაშები მოიგო 10 კილომეტრზე რბენაში და ვერცხლი ...

09:37 | 18.09.2020

018 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949. დაიბადა პიტერ შილტონი (პიტერ ლესლი შილტონი). ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი. გამოდიოდა “ლესტერში” (1966-74), “სტოკ სიტიში” (1974-77), “ნოტინგემ ფორესტში” (1977-82), “საუთჰემპტონში” ...

09:42 | 17.09.2020

017 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2001. ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა დავით ყიფიანი.

09:53 | 16.09.2020

016 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა ნუგზარ ასათიანი. ქართველი ხმლით მოფარიკავე. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

09:45 | 15.09.2020

015 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944. დაიბადა გიორგი სიჭინავა. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. 1964 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონი, 1962 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ”დინამოს” შემადგენლობაში ...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
2.032516