ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
09:47 | 05.08.2020 5 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1948. დაიბადა რეიმონდ (რეი) ნილ კლემენსი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1967-81) და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” (1981-88) მეკარე. სამ-სამჯერ ფლობდა ჩემპიონთა (1977, 1978, 1981) და უეფას (1973, 1976, 1984) ...
| |
09:38 | 04.08.2020 4 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1996 - ატლანტაში თანამედროვეობის ოცდამეექვსე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 197 ქვეყნის 10 332 სპორტსმენმა მიიღო.
|
09:51 | 03.08.2020 3 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1922. დაიბადა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე. დაიბადა სოხუმში. თამაშობდა სოხუმის “დინამოში” (1940-41). მეორე მსოფლიოს ომის წლები გაატარა არმიაში.
| |
09:57 | 02.08.2020 2 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1952. დაიბადა ალენ ჟირესი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ბორდოს” (1970-86) და “მარსელის” (1986-88) ნახევარმცველი.
|
09:41 | 01.08.2020 1 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1924. დაიბადა ოთარ იოსელიანი. “ლელოს” პირველი თაობის ჟურნალისტი. იყო გაზეთ “თბილისის” მთავარი რედაქტორი.
| |
09:51 | 31.07.2020 31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი.
|
09:42 | 30.07.2020 30 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1964. დაიბადა იურგენ კლინსმანი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის,” “ინტერისა”, “ბაიერნის”, “ტოტენჰემის” და “მონაკოს” ფორვარდი (181 სმ). მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1996) ჩემპიონი. ...
| |
09:53 | 29.07.2020 29 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1937. დაიბადა ვლადიმერ ბარქაია. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი. სსრ კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი, გაიტანა 68 გოლი. საკავშირო თასის გათამაშებაში იასპარეზა ...
|
09:51 | 28.07.2020 28 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1954. დაიბადა თამაზ იმნაიშვილი. სახელგანთქმული ქართველი სასტენდო მსროლელი (მრგვალი სტენდი). 1981 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
| |
09:43 | 26.07.2020 26 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1953. დაიბადა ფელიქს მაგათი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი ფეხბურთელობისას გამოდიოდა “საარბრიუკენსა” (1974-76) და “ჰამბურგში” (1976-86).
|
|
 |
სარეკლამო ადგილი - 9 250 x 250 |
|