ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:56 | 08.07.2020

08 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944. დაიბადა დანიელ მორელონი. ლეგენდარული ფრანგი ველოსიპედისტი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი სპრინტერულ რბოლაში. ეს ტიტული მან 1966-75 წლების მსოფლიოს პირველობებზე მოიპოვა. 1964 წელს,ესპანეთის ქალაქ სან ...

09:48 | 07.07.2020

07 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორაში

2012 - სერენა უილიამსმა უიმბლდონზე ერთბაშად 2 ტიტული მოიპოვა. მან ჯერ ერთეულთა თანრიგის ფინალში პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 6:1, 5:7, 6:2 მოუგო, შემდეგ კი ქალთა წყვილებში, უფროს და ვინუსთან ერთად, ჩეხები, ...

09:44 | 05.07.2020

05 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964. დაიბადა ლერი ხაბელოვი. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფალავანი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) ჩემპიონი. ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, ...

09:49 | 04.07.2020

04 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1926. დაიბადა ალფრედო დი სტეფანო. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. სხვადასხვა დროს გამოდიოდა მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტში,” “ჰურაკანში,” “მილინარიოსში,” “ესპანიოლში”.

09:49 | 03.07.2020

03 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947. დაიბადა რობი რენსენბრინკი. ჰოლანდიის ნაკრების, “ბრიუგეს”, “ანდერლეხტის”, კანადის “პორტლენდ ტიმბერზის”, “ტულუზას” ფორვარდი. მსოფლიოს 1974 და 1978 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალისტი. 1978 წლის ...

09:46 | 01.07.2020

01 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976. დაიბადა პატრიკ კლუივერტი. წარმოშობით სურინამელი ფორვარდი. იცავდა ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის,” “მილანის,” “ბარსელონას,” “ნიუკასლის,” “ვალენსიას,” პსვ-ს, “ლილის” ღირსებას. “აიაქსთან” ერთად მოგებული ...

09:39 | 29.06.2020

029 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1962. თბილისის “დინამომ” კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, მადრიდის “რეალი” 90:83 დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა.

09:45 | 28.06.2020

028 ივნისი მსოფლიოს სპორტის ისტორიაში

1971. დაიბადა ფაბიენ ბარტეზი. საფრანგეთის ნაკრების, “ტულუზას”, “მარსელის”, “მონაკოს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ნანტის” გოლკიპერი. 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. 2003 წლის კონფედერაციათა ...

09:47 | 27.06.2020

027 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1977. დაიბადა რაული (რაულ გონსალეს ბლანკო). მადრიდის “რეალის” და გელზენკირხენის “შალკეს” ფორვარდი. ესპანურ პრიმერა დივიზიონში “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 550 მატჩი, რომლებშიც 228 გოლი ...

09:58 | 25.06.2020

025 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978. მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (არგენტინა). ფინალი: არგენტინა-ჰოლანდია 3:1 (დამატებითი დრო).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
1.004818