ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
09:52 | 31.10.2021 31 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1920 - დაიბადა ფრიც ვალტერი. გერმანიის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. “კაიზერსლაუტერნის” რიგებში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1940 წელს პირველი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში და რუმინეთს ...
| |
09:47 | 30.10.2021 30 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1961 - დაიბადა მიხეილ მესხი-უმცროსი. თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “სპარტაკისა” და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების ფორვარდი. თბილისის “დინამოს” რიგებში ჩატარებული აქვს 97 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. “სპარტაკში” ...
|
09:49 | 29.10.2021 29 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1970 - დაიბადა ედვინ ვან დერ სარი. ჰოლანდიის ნაკრების (1995-2008), ამსტერდამის “აიაქსის” (1990-99), ტურინის “იუვენტუსის” (1999-2001), ლონდონის “ფულჰემისა” (2001-05) და “მანჩესტერ იუნაიტედის” (2005-2011) ...
| |
09:37 | 28.10.2021 28 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1933- დაიბადა გარინჩა (მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ოთხი ...
|
09:56 | 27.10.2021 27 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1957 - დაიბადა გლენ ჰოდლი. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (შემტევი ნახევარმცველი) და მწვრთნელი. მსოფლიოს 1982 და 1986 წლების ჩემპიონატების მონაწილე
| |
09:40 | 26.10.2021 26 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1863 წელს დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფეხბურთის წესები. მოხდა ფეხბურთისა და რაგბის გამიჯვნა, რის შემდეგაც რაგბი სპორტის დამოუკიდებელ სახეობად გარდაიქმნა. ამას საფუძველი ...
|
09:57 | 25.10.2021 25 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2008 - თბილისში ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიოზე ერთმანეთს არგენტინისა და საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. სხვა არგენტინელ ვარსკვლავებთან ერთად მატჩში მონაწილეობა დიეგო არმანდო ...
| |
09:47 | 24.10.2021 24 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1964 – დაიბადა გია სანაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “ვითას” კალათბურთელი. საქართველოს ჩემპიონი.
|
09:42 | 23.10.2021 23 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1940 - დაიბადა პელე (ედსონ არანტეს დუშ ნასიმენტუ). მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ფორვარდი (სიმაღლე: 173 სმ). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების (1957-1971), “სანტოსისა” (1956-1974) და “ნიუ იორკ კოსმოსის” ...
| |
09:49 | 22.10.2021 22 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1949. დაიბადა არსენ ვენგერი. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “სტრასბურგში” და 1979 წელს გუნდთან ერთად გაიმარჯვა საფრანგეთის პირველ ლიგაში. წვრთნიდა “ნანსის” (1984-87), “მონაკოს” ...
|
|
 |
სარეკლამო ადგილი - 9 250 x 250 |
|