ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:42 | 22.09.2021

022 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976. დაიბადა რონალდო (რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა). მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბელუ ორიზონტეს ”კრუზეიროს”, ჰოლანდიური პსვ-ს, ”ბარსელონას”, მილანის ”ინტერის,” მადრიდის ”რეალის”, “მილანის” ...

09:47 | 21.09.2021

021 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1929. დაიბადა შანდორ კოჩიში (შანდორ კოჩიში პეტერი). ლეგენდარული უნგრელი საფეხბურთო ფორვარდი. უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში 1952 წელს გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ...

09:47 | 20.09.2021

020 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1983 წლის 20 სექტემბერს დაიბადა დავით ზირაქაშვილი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და საფრანგეთის “კლერმონის” მოთამაშე. 2003, 2007, 2015 წლების მსოფლიოს თასის მონაწილე. 2010 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ...

09:54 | 19.09.2021

019 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1922. დაიბადა ემილ ზატოპეკი. ლეგენდარული ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. გამოდიოდა 5 და 10 კილომეტრზე რბენასა და მარათონულ დისტანციებზე. ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური თამაშები მოიგო 10 კილომეტრზე რბენაში და ვერცხლი ...

09:47 | 18.09.2021

018 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949. დაიბადა პიტერ შილტონი (პიტერ ლესლი შილტონი). ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი. გამოდიოდა “ლესტერში” (1966-74), “სტოკ სიტიში” (1974-77), “ნოტინგემ ფორესტში” (1977-82), “საუთჰემპტონში” ...

09:46 | 17.09.2021

017 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2001. ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა დავით ყიფიანი.

09:45 | 16.09.2021

016 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა ნუგზარ ასათიანი. ქართველი ხმლით მოფარიკავე. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნახევარფინალამდე ნუგზარმა ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში გასასვლელად ...

09:55 | 15.09.2021

015 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944. დაიბადა გიორგი სიჭინავა. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. 1964 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონი, 1962 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ”დინამოს” შემადგენლობაში ...

09:45 | 14.09.2021

014 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1940. დაიბადა ანზორ მარტყოფლიშვილი. ქართველი ფალავანი. გამოდიოდა ძიუდოსა და სამბოში. ძიუდოში ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971). სამბოში 1970 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. ...

09:48 | 13.09.2021

013 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973. დაიბადა ფაბიო კანავარო. იტალიის ნაკრების, “ნაპოლის,” ”პარმას,” “ინტერის”, “რეალის”, ”იუვენტუსის”, “ალ აჰლის” მცველი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. 2000 წლის ...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
1.979555