| | |
15:00 | 25.07.2015 ფოთელებმა ახალწვეულები წარადგინეს
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სტარტამდე, ფოთის “კოლხეთმა” საშინაო არენა “ფაზისის” საპრესკონფერენციო დარბაზში ახალწვეულები წარადგინა.
| |
11:17 | 23.07.2015 “კოლხეთმა” “საპოვნელას” აჯობა
საფეხბურთო კლუბმა ფოთის “კოლხეთმა” ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სეზონის განახლებამდე მორიგი ამხანაგური მატჩი თერჯოლის “საპოვნელასთან” ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.
|
15:25 | 16.07.2015 “ტორპედოსა” და “კოლხეთის” მეგობრული მატჩი
როგორც სოციალურ ქსელში ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდი იუწყება, 16 ივლისს საღორიის ბაზაზე “კოლხეთი” ადგილობრივ ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება. ამხანაგური მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
| |
21:00 | 15.07.2015 “კოლხეთმა” ამხანაგურ მატჩში “ზუგდიდი” დაამარცხა
როგორც სოციალურ ქსელში ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდი იუწყება “კოლხეთმა” ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა “ზუგდიდი”.
|
14:36 | 02.07.2015 “კოლხეთი” - ფოთში დაიწყებს და თურქეთში გააგრძელებს
ფოთის “კოლხეთი” საქართველოს საფეხბურთო უმაღლესი ლიგის მომავალი სეზონისთვის მზადებას 2 ივლისს მშობლიურ ქალაქში დაიწყებს და 23 ივლისიდან თურქეთში გააგრძელებს.
| |
14:04 | 20.06.2015 ჩაკვეტაძე “კოლხეთში” დაბრუნდა
ალეკო ჩაკვეტაძე, რომელიც ლატვიის მოქმედ ჩემპიონ “ვენტსპილსში” ისინჯებოდა, საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთს” დაუბრუნდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა აცნობა.
|
20:21 | 17.06.2015 “კოლხეთის” დაფინანსების საკითხი 19 ივნისს გაირკვევა
როგორც სოციალურ ქსელში ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდი იუწყება გუნდის დაფინანსების საკითხი 19 ივნისს გაირკვეა.
კერძოდ, 19 ივნისს “კოლხეთის” ხელმძღვანელები ფოთის მერიის წარმომადგენლებს შეხვდებიან, ...
| |
19:19 | 21.05.2015 “კოლხეთი” შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა
სოციალურ ქსელში ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გია ეჯიბია და გუნდის ფეხბურთელები ქალაქ ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ. ...
|
13:06 | 10.02.2015 “კოლხეთმა” დასკვნითი სპარინგი მაკედონიელებთან წააგო
ფოთის “კოლხეთმა” თურქულ შეკრებაზე დასკვნითი სპარინგი მაკედონიის “პალისტერისთან” ჩაატარა, რომელშიც 0:2 დამარცხდა.
| |
15:43 | 05.02.2015 ფოთელებმა სპარინგში ყაზახები დაამარცხეს
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ფოთის “კოლხეთმა” ყაზახეთის პავლოდარის “ირტიშთან” ისპარინგა და 1:0 გაიმარჯვა. ფოთელთა თავკაცმა ზაზა ინაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
|