| | |
19:49 | 14.10.2021 მალდინი: "მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ორ წელში? არასწორი პროექტია და ფიფამ უარი უნდა თქვას"
იტალიური „მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა დაიწუნა.
| |
12:53 | 14.10.2021 ფიფას პრეზიდენტმა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ისრაელსა და პალესტინაში ჩატარებაზე ისაუბრა
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან საუბრისას, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ისრაელსა და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, პალესტინაში გამართვის იდეა გააჟღერა. ...
|
19:07 | 13.10.2021 ვენგერი: "გვინდა, რომ საკლუბო და სანაკრებო კალენდარი ერთმანეთს სრულად გამოეყოს"
ვეტერანი ფრანფი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელიც ამჟამად ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ...
| |
16:45 | 13.10.2021 ინფანტინო: "მუნდიალის ყოველ ორ წელში ჩატარების საკითხი განიხლება"
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეის მხარდამჭერია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ამ იდეას სწორედ ფიფა ლობირებს.
|
23:52 | 11.10.2021 ჩეფერინი: "მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეა სრული უაზრობაა"
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარების წინააღმდეგია და თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, ამჯერად Rai Sport-თან ინტერვიუში.
| |
22:35 | 20.09.2021 ანჩელოტი: "ფეხბურთელებზე დიდი დატვირთვაა და რაღაც უნდა შეიცვალოს"
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების წინააღმდეგია. იტალიელმა ირონიულად განაცხადა, რომ უმჯობესია ყოველ წელს გაიმართოს.
|
12:04 | 18.09.2021 მინო რაიოლა: "ფიფა შესაცვლელია, ფეხბურთის პრობლემა აგენტებში არაა"
მინო რაიოლამ ფიფა გააკრიტიკა და თქვა, რომ ფიფაში თავი ფეხბურთის მეპატრონეები ჰგონიათ, მაგრამ ეს ორგანიზაცია მთლიანად შესაცვლელია. გარდა ამისა, რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმასა და პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. ...
| |
16:36 | 11.09.2021 გვარდიოლა: "მსოფლიოს ჩემპიონატი საუკეთესო ტურნირია და ყოველ ორ წელში მისი ყურება გამიხარდება"
ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა არსენ ვენგერის იდეას მხარს უჭერს მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში გამართვასთან დაკავშირებით.
|
18:56 | 09.09.2021 ვენგერი: "მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარება ხარისხს აწევს, ეს კარგი პროექტია"
ფიფას მსოფლიო ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ სანაკრებო ფანჯრისთვის წელიწადში ერთი თვე უნდა გამოიყოს და დღევანდელი კალენდარი ყველასთვის ხელსაყრელი არაა.
| |
01:45 | 04.09.2021 არსენ ვენგერი: "მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს"
ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ და ახლა უკვე ფიფაში დასაქმებულ არსენ ვენგერს სურს, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ოთხი წლის ნაცვლად, ყოველ ორ წელიწადში გაიმართოს.
|