მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილი 23 მოთამაშისგან შედგენილი სია გამოაქვეყნა.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებენ:
სერხიო აგუერო (არგენტინა/”მანჩესტერ სიტი”), გარეტ ბეილი (უელსი/”რეალი”), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია/”იუვენტუსი”), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/”რეალი”), კევინ დე ბრუინი (ბელგია/”მანჩესტერ სიტი”), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი/”ატლეტიკო”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი/”მანჩესტერ იუნაიტედი”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი/”ბარსელონა”), ნგოლო კანტე (საფრანგეთი/”ლესტერი”/“ჩელსი”), ტონი კროოსი (გერმანია/”რეალი”), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/”ბაიერნი”), რიად მაჰრეზი (ალჟირი/”ლესტერი”), ლიონელ მესი (არგენტინა/”ბარსელონა”), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია/”რეალი”), მანუელ ნოიერი (გერმანია/”ბაიერნი”), ნეიმარი (ბრაზილია/”ბარსელონა”), მასუთ იოზილი (გერმანია/”არსენალი”), დიმიტრი პაიე (საფრანგეთი/”ვესტ ჰემი”), პოლ პოგბა (საფრანგეთი/”იუვენტუსი”/”მანჩესტერ იუნაიტედი”), სერხიო რამოსი (ესპანეთი/”რეალი”), ალექსის სანჩესი (ჩილე/”არსენალი”), ლუის სუარესი (ურუგვაი/”ბარსელონა”), ჯეიმი ვარდი (ინგლისი/”ლესტერი”).
წლის საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, ფიფა გამოავლენს და დააჯილდოვებს საუკეთესო მწვრთნელებს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ფეხბურთში, საუკეთესო ქალ ფეხბურთელს, წლის საუკეთესო გოლის ავტორს, დაწესებულია ფეირ-პლეისა და საუკეთესო გულშემატკივრის პრიზები.
წლევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობენ როგორც ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. გამოკითხვა დღეიდან დაიწყება და 22 ნოემბრამდე გასტანს. თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო სამეულები 2 დეკემბერს გამოცხადდება, გამარჯვებულები კი დამდეგი წლის 9 იანვარს ფიფას გალა-საღამოზე გამოვლინდებიან.