ფეხბურთი

10:26 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "გვინდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყველასთვის განსაკუთრებული მომენტი იყოს"
"ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 14 ივლისიდან ვემზადებით, ის სეზონის დასაწყისიდან ჩვენს გონებაში იყო"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრა.

ესპანელი უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრობს და სჯერა, რომ მისი გუნდი ისტორიის დაწერას მოახერხებს.

„ეს დიდი გამარჯვებაა, ძალიან კარგი მატჩი იყო ინტენსივობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ, დიდი ხანია ფინალზე ვართ ორიენტირებული, გვინდა, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ისტორია დავწეროთ, მზად ვართ. „რეიმსისთვის“ პლეი-ოფის გამო რთული იყო საფრანგეთის თასის მატჩზე კონცენტრირება.

მზად ვართ, გვინდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყველასთვის განსაკუთრებული მომენტი იყოს. ამ ფინალისთვის მომზადების განსაკუთრებული გზა არ არსებობს, გუნდი მიჩვეულია დიდი მატჩების თამაშს, უნდა ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ ზეწოლას და მღელვარებას, მშვიდად უნდა მოვემზადოთ. ადვილი არ არის ყველაფრის მართვა, ახალგაზრდული გუნდი ვართ, მაგრამ დიდი გამოცდილებით. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ“, - განაცხადა ლუის ენრიკემ Bein Sports-თან.

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, სადაც ასევე ისაუბრა მატჩის და ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ:

„საფრანგეთის თასის ფინალში თამაში ყოველთვის რთულია. გუნდმა სწორი მენტალიტეტი აჩვენა. დაცვაში ინტენსიურად ვთამაშობდით, შეტევაში კი, ძალიან კარგად. ეს ყველაფერი გვამზადებს მატჩისთვის, რომელიც ისტორიის დაწერის საშუალებას მოგვცემს. ფინალისთვის მოსამზადებლად უკეთესი გზა არ არსებობდა.

არანაირი ხაფანგი არ არსებობს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 14 ივლისიდან ვემზადებით, ის სეზონის დასაწყისიდან ჩვენს გონებაში იყო: ფეხბურთელების, გულშემატკივრების, კლუბის ყველა წევრის გონებაში. ვეცდებით, ვმართო ეს ემოცია, რომელიც ჩვენს გარშემოა. ზედმეტი ემოცია სახიფათოა, გვექნება დიდი სურვილი და მონდომება ისტორიის დასაწერად. გვსურს, 31 მაისს, საუკეთესო ფორმაში ვიყოთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშე საუკეთესო ფორმაში იყოს. ჩემთვის გოლები და საგოლე პასები ერთნაირია. ბარკოლას სენსაციური სეზონი ჰქონდა, მთელი სეზონის განმავლობაში გუნდს ეხმარებოდა. მე თავდამსხმელებისგან დაცვითი მუშაობა მაინტერესებს, მათი შემტევი უნარები ისედაც ვიცი.

„ინტერი“ ბურთით ძალიან მობილური გუნდია, ამაში ჩვენნაირია. ჰყავს დაცვა, რომელსაც ბევრი რესურსი აქვს. მათ წინააღმდეგ დაცვაში ძალიან მაღალ დონეზე თამაში დაგვჭირდება. უნდა ვიცოდეთ, რომ ბურთის კარგად კონტროლი იქნება საჭირო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ღირსეული მეტოქე გვყავს, ძალიან კარგ ფინალს ვიხილავთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენმა“ წელს უკვე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი და საფრანგეთის თასი, წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, 31 მაისს, „ინტერის“ წინააღმდეგ, ხოლო 14 ივნისიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164179