ძიუდო

23:15 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტთა ნაკრების წევრები: "ამ დღეს დიდხანს ველოდით, ეს ქართული სტილია"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა (შერეული შემადგენლობით) და ტრიუმფის შემდეგ მათ კომენტარები გააკეთეს:

ეთერ ლიპარტელიანი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე და ახლა სახლში ორი ოქროს მედლით ვბრუნდები, საქართველოსთვის ისტორია ორჯერ დავწერე“.

ლაშა ბექაური: „ძალიან ბედნიერები ვართ, გულით დავწერეთ ისტორია და საუკეთესოები ვართ“.

ლაშა გუჯეჯიანი: „ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ამ შესანიშნავი ორგანიზებისთვის. საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს. ჩვენ საუკეთესოები ვართ. ეს ქართული სტილია, ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა“.

გიორგი ათაბეგაშვილი: „რვა წლის განმავლობაში ვცდილობდით ამ მედლის მოპოვებას, შერეული გუნდების დაარსების დღიდან, ეს ძალიან გვინდოდა. ამიტომ, ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს, სიტყვები არ მაქვს ჩემი გრძნობების აღსაწერად, ამ გუნდში ნამდვილი გმირები გვყავს და მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო ყველას ეს შესანიშნავი გამარჯვება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორი თვის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი, მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.094932
სარეკლამო ადგილი - 99
X x X