მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ ჯანლუიჯი დონარუმა დაიცვა და აღნიშნა, რომ ჯამალ მუსიალას ტრავმაში იტალიელი ფეხბურთელი დამნაშავე არაა.
„მუსიალას ტრავმაში დონარუმას დადანაშაულება გადაჭარბებულად მეჩვენება. მეკარეები ბურთს მივდევთ და თავდამსხმელებიც უკან არ იხევენ. ეს უიღბლობა იყო. შესაძლოა, ზოგიერთს ეს ეწყინა, რადგან მუსიალა მათი გუნდის მოთამაშეა, მაგრამ დონარუმა არ არის დამნაშავე“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალას კოჭზე მოტეხილობა აღენიშნება და სავარაუდოდ, 4-5 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
მუსიალას ტრავმაში დონარუმა „ბაიერნის“ კაპიტანმა მანუელ ნოიერმა და სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა დაადანაშაულეს.