„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ის არ არის კონფლიქტური ადამიანი და პირიქით, მომავლის ხედვა ყოველთვის გააჩნია.
„მე კონფლიქტური ადამიანი არ ვარ, პირიქით, ხედვა გამაჩნია. მე და კონტეს ჩვენი საქმე ძალიან გვიყვარს. ანტონიო ჩემსავით შრომისმოყვარეა, მან 2023 წლის ნოემბერში მითხრა, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელი გახდებოდა“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ასევე ისაუბრა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის დეტალებზე, რომლის ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.