ფეხბურთი

1:22 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს 141-ე გოლი: საფრანგეთი, პორტუგალია და ინგლისი მუნდიალისკენ მიიწევენ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა.

D ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა ისლანდია 2:1 დაამარცხა. არნე გუდიონსენის გოლით ისლანდია იგებდა, მაგრამ კილიან მბაპესა და ბრედლი ბარკოლას გოლებით ფრანგებმა დააქამბექეს. ამავე ჯგუფში აზერბაიჯანი უკრაინას დაუზავდა (1:1). საფრანგეთი 6 ქულით ლიდერია, ისლანდიას 3 ქულით მეორე ადგილი უკავია. მომდევნო ტურში საფრანგეთი აზერბაიჯანს და ისლანდია უკრაინას ეთამაშება.

1. საფრანგეთი 2 2 0 0 4 1 3 6
2. ისლანდია 2 1 0 1 6 2 4 3
3. უკრაინა 2 0 1 1 1 3 -2 1
4. აზერბაიჯანი 2 0 1 1 1 6 -5 1

F ჯგუფში პორტუგალიამ სტუმრად უნგრეთი დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა. თავიდან უნგრეთი იგებდა, მერე ბერნარდო სილვამ და კრიშტიანუ რონალდუმ ორჯერ გაიტანეს. ვარგას დუბლით უნგრეთმა გაათანაბრა, მაგრამ 86-ე წუთზე ჟოაო კანსელომ პორტუგალიას 3:2 მოაგებინა. კრიშტიანუს ნაკრებში 141 გოლი დაუგროვდა და რეკორდიც დაამყარა: 39 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე აქამდე არავის გაუტანია. ამავე ჯგუფში სომხეთმა ირლანდია 2:1 დაამარცხა.


პორტუგალია 6 ქულით ლიდერობს ჯგუფს, შემდეგ მოდის სომხეთი 3 ქულით, ხოლო უნგრეთსა და ირლანდიას თითო ქულა აქვთ. მომდევნო ტურში პორტუგალია ირლანდიას და უნგრეთი სომხეთს ეთამაშება.

1. პორტუგალია 2 2 0 0 8 2 6 6
2. სომხეთი 2 1 0 1 2 6 -4 3
3. უნგრეთი 2 0 1 1 4 5 -1 1
4. ირლანდია 2 0 1 1 3 4 -1 1

K ჯგუფში ინგლისის ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და ბელგრადში სერბეთი 5:0 გაანადგურა. ჰარი კეინმა, ნონი მადუეკემ, ეზრი კონსამ, მარკ გეჰიმ და მარკუს რაშფორდმა შეძლეს გოლების გატანა. ალბანეთის ნაკრებმა შინ 1:0 აჯობა ლატვიას და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ინგლისი 15 ქულით ლიდერია და პრაქტიკულად უკვე გასულია მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან მეორეადგილოსან ალბანეთს 7 ქულით უსწრებს, რომელსაც 8 ქულა აქვს. სერბეთის აქტივში 7 ქულაა, ლატვიას 4 ქულა გააჩნია, ანდორა უქულოდაა. მომდევნო ტურში სერბეთი ალბანეთს ხვდება, ხოლო ლატვია ანდორას.

1. ინგლისი 5 5 0 0 13 0 13 15
2. ალბანეთი 5 2 2 1 5 3 2 8
3. სერბეთი 4 2 1 1 4 5 -1 7
4. ლატვია 5 1 1 3 2 6 -4 4
5. ანდორა 5 0 0 5 0 10 -10 0

H ჯგუფში ავსტრიის ნაკრებმა სტუმრად უშუალო კონკურენტ ბოსნიას 2:1 მოუგო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო რუმინეთმა, რომელიც ისედაც რთულ სიტუაციაში იყო, კიდევ უფრო დაიმძიმა მდგომარეობა, რადგან კვიპროსთან ქულები დაკარგა (2:2).

ჯგუფს 12-12 ქულით ბოსნია და ავსტრია ლიდერობენ, მაგრამ ავსტრიას თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. რუმინეთის აქტივში 7 ქულაა, კვიპროსს 4 ქულა აქვს, სან მარინოს - 0. მომდევნო ტურში ავსტრია სან მარინოს ხვდება, ბოსნია კვიპროსს.

1. ბოსნია 5 4 0 1 11 3 8 12
2. ავსტრია 4 4 0 0 9 2 7 12
3. რუმინეთი 5 2 1 2 10 6 4 7
4. კვიპროსი 5 1 1 3 5 7 -2 4
5. სან მარინო 5 0 0 5 1 18 -17 0
0.162351