რაგბი

11:40 | 06.07

პოლ ო’კონელი: "საქართველოს ჩემგან დიდი პატივისცემა, აქ ყოფნით ძალიან ვისიამოვნეთ"

ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პოლ ო’კონელმა საქართველოსთან 34:5 მოგებული მატჩის შემდეგ ივლისის პირველი ტესტ მატჩი შეაფასა. მან საქართველოზე პოზიტიური კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნით, ქათული კერძებით, მოედანზე და ფან ზონაში შექმნილი ატმოსფეროთი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.

23:00 | 05.07

ერთადერთი ლელო ირლანდიასთან: საქართველოს ნაკრები დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტების სერია დაიწყო და თბილისში, ირლანდიას უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 5:34 დამარცხდა.

249073,249058

17:04 | 24.06.2021

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნიდერლანდებთან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მასში ერთი დებიუტანტია – მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.

23:12 | 23.06.2021

7-კაცა | განახლებული შემადგენლობით მოსკოვში

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ხვალ გამთენიისას მოსკოვში მიემგზავრება, სადაც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებენ.

22:42 | 23.06.2021

20-წლამდელები | შეცდომებით ურუგვაისთან

უმცროს ბორჯღალოსნებს დასკვნით წუთებში დაშვებული შეცდომები მატჩის დათმობათ დაუჯდათ, ურუგვაიმ 20:15 იმარჯვა.

16:33 | 22.06.2021

U20 | 27 მოთამაშით ურუგვაის წინააღმდეგ

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში 27-კაციანი განაცხადით ითამაშებენ.

19:39 | 21.06.2021

ბორჯღალოსნები ქალთა უფლებებისთვის

ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში გამართავენ და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებენ.

11:38 | 21.06.2021

7-ქალა | ორი მოგება მოლდოვასთან

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის „ალაფის“ პირველ ეტაპზე მოლდოვას ორჯერ მოუგო და მე-7 ადგილი დაიკავა.

17:42 | 18.06.2021

უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინასთან განადგურდნენ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 82:10 დამარცხდა.

17:18 | 17.06.2021

U20 | შემადგენლობა არგენტინასთან

თითქმის 16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს მოედანზე გავლენ და არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრას გამართავენ, რომელიც ...

23:10 | 15.06.2021

7-ქალა | ზაგრებში მეტოქეები შეგვეცვალა

საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს ღამით ხორვატიაში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ალაფის“ პირველ ეტაპზე ითამაშებს.

23:15 | 14.06.2021

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის ცნობილია

ბორჯღალოსნების 37-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა, ზაფხულში გასამართი ოთხი თამაშისთვის მოსამზადებლად შეკრებაზე „მარტყოფის“ ბაზაზე შევიდა.

1.217919