| | |
17:52 | 26.04.2025 რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.
| |
11:34 | 26.04.2025 დიდი 10 | არმია 18:49 ხარები
რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘არმიას’ 49:18 სძლია და ერთი კვირის თავზე ქუთაისის ‘აია’-სა და ‘ბათუმს’ შორის დამარცხებულ გუნდს წინასწარ ფინალში, ფინალის საგზურისთვის შეერკინება.
|
21:52 | 23.04.2025 15-ქალა | ორი ცვლილება მეორე მატჩისთვის
საქართველოს 15-ქალა ნაკრები ქუთაისის „აია არენაზე“ ყაზახეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.
| |
11:27 | 21.04.2025 დავით ნინიაშვილი ტრავმის შემდეგ წარმატებით დაბრუნდა (+VIDEO)
საფრანგეთის TOP 14-ში დავით ნინიაშვილის "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" უმასპინძლა და მეტოქე 32:23 დაამარცხა.
|
13:30 | 20.04.2025 15-ქალა | ისტორიის პირველი ფურცელი
ქართველი მორაგბეების და ქომაგების დიდი ხნის ოცნება ახდა. საქართველოს 15-ქალა ნაკრები ოფიციალურად დაიბადა. 2025 წლის 18 აპრილს, ჩვენმა გუნდმა პირველი ნაბიჯი გადადგა და ყაზახეთის ნაკრებთან ქუთაისის „აია ...
| |
17:41 | 18.04.2025 ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე 6 ერის ფესტივალზე საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა.
|
23:43 | 17.04.2025 18 წ. | ცვლილებებით და გადაადგილებებით ირლანდიასთან
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის დასკვნითი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა.
| |
18:24 | 17.04.2025 15-ქალა | ჯაბა მალაღურაძემ დამწყებები დაასახელა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ პირველი, ისტორიული შეხვედრისთვის დამწყები 15 მოთამაშე დაასახელა.
|
19:25 | 16.04.2025 18 წ. | ორი იძულებითი ცვლილება
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე თამაშობს, ორი იძულებითი ცვლილებაა.
| |
21:01 | 15.04.2025 15-ქალას დაბადება
საქართველოს 15-ქალა ნაკრები ისტორიაში პირველად შეიკრიბა და 18 და 24 აპრილს ყაზახეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩებს გამართავს.
|