10:55 | 09 აპრილი, 2018
რონალდუ - დიდი ფეხბურთელი!კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს, მისი თამაშის სტილი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მისი გარეგნული სახე გაღიზიანებდეს ან აღგაფრთოვანებდეს, მისი ცხოვრების წესს იზიარებდე ან არა, მაგრამ სრულიად არაობიექტური და უსამართლო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ამ კაცის უსაშველოდ დიდი ნიჭი, დიდი სპორტსმენობა და არ დააფასო ის საოცარი შრომისმოყვარეობა, რაც პორტუგალიელ სუპერმეგოლეს არასოდეს განელებია.
12:47 | 01 აპრილი, 2018
არგენტინული ვაიუშველებელი6:1 ბოლოს არგენტინამ კი არა, საქართველომ როდის წააგო - ის აღარ გვახსოვს. სტატისტიკა და ციფრებით თამაში მარტივი საქმე რომ იყოს, საქართველოს ნაკრები არგენტინას უნდა ჯობდეს, არგენტინა საერთოდ არ უნდა გასულიყო მუნდიალზე და ესპანეთის ნაკრებს კი ახლავე, მუნდიალის დაწყებამდე ოქროს მედლებს უნდა აძლევდნენ. ამბავი კი სულ სხვანაირადაა და სათქმელიც სხვაგვარად უნდა ვთქვათ.
16:25 | 29 მარტი, 2018
წითელი ტალღასაქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ორი თამაში ხოშიანად, თანამედროვედ, ლამაზად ჩაატარეს. თბილისში ლიტვაც კუთხეში დავაყენეთ და ესტონეთსაც ვაწყენინეთ.
11:46 | 26 მარტი, 2018
ივნისის ტესტების იმედიან მოლოდინშისაქართველო-რუმინეთის, ერთა თასზე და ახლა უკვე "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე მთავარი კონკურენტების დაპირისპირებაში გარდატეხა 2011 წელს მოხდა, როდესაც მეტოქე 25:9 დავამარცხეთ. მას შემდეგ არ წაგვიგია, თუმცა შარშან ვლახებმა ნავსი გატეხეს და 8:7 მოგვიგეს
21:45 | 25 მარტი, 2018
მუნდიალისწინა დიალოგი- ვინმეს სჯერა, რომ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ნორმალურად ჩაივლის?
21:45 | 18 მარტი, 2018
სასწაული რომ მოხდეს და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს...ყაზახეთი, ლატვია, ანდორა - ამ ქვეყნების ნაკრებები იქნებიან წელს შემოდგომაზე ახლადშექმნილ უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ამის შემდეგ გაირკვევა შეგვიძლია თუ არა ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მოცემული შანსის გამოყენება და ერთმანეთის დაჭმის, წივილ-კივილის, უსაგნო ლაყაფის გარდა საერთოდ თუ შეგვიძლია რამე...
18:00 | 11 მარტი, 2018
ასტორის ტრაგიკული ისტორიაგასული კვირა ძალიან მძიმე იყო იტალიელი, განსაკუთრებით კი ფლორენციელი გულშემატკივრებისათვის. “ფიორენტინას“ კაპიტნის, დევიდე ასტორის გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო სრულიად იტალია და როგორც იცით, ასტორის ოჯახისა და “ფიორენტინასადმი“ სოლიდარობის გამოჩენის გამო, გასულ კვირას იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა მატჩი გადაიდო.
10:55 | 04 მარტი, 2018
ბილეთების დარიგება - მოზარდების სპორტით დაინტერესების გზასაქართველოში ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენელი ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ბავშვობაში დამკვიდრებული წესი, რაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სპორტული ღონისძიების ბილეთების დარიგებას გულისხმობდა - წმინდა საბჭოური მოვლენა გახლდათ და ეს “მანკიერება“ მხოლოდ საბჭოური იყო. რასაკვირველია არასწორია, როდესაც სპორტისადმი მწყრალად მყოფ ადამიანს ბილეთის შეძენას, ან თუნდაც ჩუქებას აძალებ, მაგრამ საბჭოთა კავშირშიც კი ეს წესი თუ ტრადიცია 80-იან წლებამდე ხშირ შემთხვევაში სრულიად ნებაყოფლობითი იყო და უფრო მეტიც - ბევრი დაწესებულება (მათ შორის სკოლებიც) აქეთ ითხოვდნენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ბილეთებს. რთული სათქმელია ეს ყველაფერი რამდენად შეესაბამება ან არღვევს სასწავლო პროცესს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ იმ ავადსახსენებელ დროს, სპორტული კუთხით ახალგაზრდების ჩართულობა ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო და სპორტის სხვადასხვა სახეობებზე დასწერებათა მაჩვენებელი დღევანდელს უბრალოდ ვერც კი შეედრება.
20:25 | 25 თებერვალი, 2018
ჰამბურგი - კომერცია სპორტის წინააღმდეგრთულია გერმანიაში ნახოთ ჰამბურგისთანა შეძლებული, მოვლილი, სწორად ურბანიზებული და საინტერესო ქალაქი. ჰამბურგი ოდიდგანვე სავაჭრო ერთობის დედაქალაქი იყო, ჰამბურგის პორტი დღესაც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და ეს ცხადია ამ ქალაქის სიმდიდრესა და მხარგაძშლილობას უზრუნველყოფდა და დღესაც განაპირობებს.
14:48 | 19 თებერვალი, 2018
ჯიჯი დაბერდაორი წლის წინ, ტურინის “იუვენტუსის“ ტიფოზთა საზოგადოებაში გავრისკე და ვთქვი, რომ ჯანლუიჯი ბუფონი დაბერდა და ახლა ის დროა, ტურინელები ახალ მეკარეს ეძებდნენ - მეთქი. აღარ აღგიწერთ ტიფოზთა გულისწყრომას ჩემი ასეთი “თავხედური გამოხტომის“ გამო. როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათი საყვარელი კუმირების დაბერებას და შესაბამისად შესაძლებლობების კლებას უბრალოდ გამორიცხავენ. ადამიანებს ხომ ხშირად ძალიან გვიჭირს სამწუხარო რეალობის აღიარება და გათავისება.
15:52 | 11 თებერვალი, 2018
მოზარდების ინერტულობა - თავსატეხი მწვრთნელებისათვისხშირად, როგორც სპორტის პედაგოგებისთვის, ასევე მშობლებისთვის დიდი და რთული გამოწვევაა, როდესაც მოსწავლეს სპორტის სწავლებისადმი ინტერესი საერთოდ არ გააჩნია და ბავშვი ფიზიკური აქტივობის დროს ვერ კონცენტრირდება. ეს პირველყოვლისა მოზარდის ხასიათისა და ბუნების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ რაკი სპორტი ჩვეულებრივი სასწავლო დისციპლინაა და იგი (გამონაკლისების გარდა) ძირითადად ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს, მოსწავლისათვის სპორტით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა.