11:59 | 25 ივნისი, 2017
რაგბის მსოფლიო თასის ავჭალური მოგონებებიამ სამი კვირის წინ, თბილისში ჩატარებული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიოს თასის გარშემო არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. არც სტადიონზე შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ფაქტი გამოგვრჩენია და არც ის, რომ მთელმა ტურნირმა ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაიარა, რაც რა თქმა უნდა არც მოსაწონია და როგორც ქართველებს – გულიც გვარიანად გვატკინა.
10:58 | 17 ივნისი, 2017
ზაზა ფაჩულიამ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა!ეს სათაური შემთხვევით და მხოლოდ ხატოვნებისთვის ნამდვილად არ შემირჩევია. დიახ, გასულ სამშაბათს ჩვენი საკალათბურთო ნაკრების აწ უკვე ლეგენდარულმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ არა მხოლოდ პირადად მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის წოდება,
15:05 | 11 ივნისი, 2017
საოცარი სპექტაკლიდღეს ალბათ ძალიან ბანალურად ჟღერს ანტიკურ ეპოქაში გააზრებული ფრაზა: "ყოველ მესამე ადამიანში დიდი სპორტსმენია, ყველაში კი ათლეტი”. ესეც ძალიან მოძველებული უნდა იყოს: “ჩვენ, ქართველები ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვართ და სხვებიც ჩვენ უნდა გვბაძავდნენ”. მაგრამ თანდათან ისეთი საინტერესო და უცნაური ფენომენების გამომჟღავნების მოწმეები ვხდებით, რომ ყოველგვარი ბანალურობა უკანა პლანზე იწევს და არის მომენეტები როცა მეც კი ვეჭვობ _ იქნებ და მართლაც ძალიან მაგარი ხალხი ვართ და სულაც არა არის ეს ყველაფერი ზეპატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანების მოგონილი-მეთქი.
11:29 | 05 ივნისი, 2017
შუქჩამქრალი მსოფლიო თასი ცარიელი ტრიბუნების თანხლებითყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული სპორტის ქომაგები ნამდვილად არ არიან განებივრებულნი ჩვენს ქვეყანაში დიდი და მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებების სიმრავლით და ახალგაზრდებს შორის რაგბის მსოფლიო თასი ნამდვილად დიდი და მნიშვნელივანი გამონათება გახლდათ ამ კუთხით.
20:00 | 28 მაისი, 2017
კარდიფის ფინალამდე სათქმელიმგონი მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რას იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თქვენც კარგად იცით, რომ ეს ბოლოს 2010 წელს სეუ ჟოზე მოურინიომ მილანის “ინტერთან” ერთად გააკეთა და დღესაც მსჯელობენ - მილანელების წარმატება გუნდის განუმეორებლობის შედეგი იყო თუ მოურინიოს გამჭრიახობის ნაყოფი.
19:30 | 21 მაისი, 2017
თვალსაჩინო პრობლემებიქართული სპორტის მატეანეს თუ გადავხედავთ, არაერთ შემთხვევას გადავაწყდებით, როდესაც დიდი წარმატებებისათვის სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს, სპორტის სწავლების კუთხით, სათანადო დონეზე მდგომი სკოლების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირეა. მსოფლიო გამოცდილება და მაგალითები კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისათვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
22:00 | 14 მაისი, 2017
მოტყუება ადვილია, ანუ ერთი სახალისო ამბის გახსენება1 აპრილი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ხუმრობისა და მასხრობის დღე. სხვაგვარად ამ დღესასწაულს "სულელთა დღესაც" ეძახიან. თუმცა, ეს რიცხვი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად არგენტინაში 1 აპრილის ნაცვლად „მოტყუების დღედ“ 9 ნოემბერი ითვლება, ხორვატიაში 11 აპრილი და ასე შემდეგ...
21:44 | 08 მაისი, 2017
მეტსახელები სპორტშისპორტში მეტსახელები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მარცხი თუ გამარჯვება და თითქმის ვერ ნახავთ სპორტის სახეობას, სადაც მწვრთნელიდან დაწყებული და კონკრეტული სპორტსმენით დამთავრებული, ვინმე მეტსახელს არ ატარებდეს.
19:53 | 30 აპრილი, 2017
ეჰ ზაზა...არ ვიცი, შეიძლება არ იყოს სწორი ზაზა ჯანაშიას მიერ რუსულ www.championat.com-სათვის მიცემულ ინტერვიუზე ამდენი საუბარი და ამ თემის ზედმეტად წინ წამოწევა, მაგრამ ადამიანებს რაც გულზე ყველაზე მეტად გვხვდება და გვტკივა, წესით სწორედ იმაზე უნდა იწერებოდეს და ითქმოდეს და საერთოდ, ვფიქრობ რომ მედია ზუსტადაც რომ სათქმელის თქმისათვის არსებობს.
20:00 | 23 აპრილი, 2017
კაცი “იუვენტუსის” მაისურითთუ შეშლილი არა ხარ, ნამდვილად არ გადაწყვეტ სუსხიან საღამოს, ფლორენციაში “არტემიო ფრანკის” სტადიონის წინ ტურინის “იუვენტუსის” მაისურით ვარჯიშს, რადგან გამბედაობა და უშიშრობა კარგი თვისებები რომაა - ეს ყველამ ვიცით, თუმცა თუკი გამბედაობის უკან არაფერი დგას, შეშლილის გამბედაობა აბა რა საქები და გამოსარჩევი ამბავია? მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება...
20:44 | 19 აპრილი, 2017
მარადიული კითხვა: დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?წელს არა და, 2018/2019 წლების საფეხბურთო სეზონში კი აღსრულდება იტალიის საკლუბო ფეხბურთის ქომაგთა დიდი ოცნება და როგორც იქნა, სერია “ა”-ს წარმომადგენლები უპირველეს ევროტურნირზე კვლავ 4 კლუბით იქნებიან წარმოდგენილი. ეს რამდენად წაადგება პოზიციებშერყეულ კალჩოს ჯერ არავინ იცის, თუმცა, მთავარ ევროტურნირზე იტალიური კლუბების მატება რომ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია – ცხადია.